ჭდე: სევილია

Home სევილია
სევილია მსაჯს რეალის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
ჩანაწერი

სევილია მსაჯს რეალის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ესპანეთში გასული კვირა დაძაბული გამოდგა. „რეალი“ და ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ერთმანეთს მძაფრად დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი განსაკუთრებით მას მერე გამწვავდა, რაც ტებასმა მადრიდელთა საკლუბო ტელეარხი ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტულ საშუალებებს შეადარა. არც „რეალმა“ დაიხია უკან. კლუბი როგორც თავის ტელეარხს ასევე მისი გავლენის ქვეშ მყოფ სხვა მედია-საშუალებებს მსაჯობის კრიტიკას სთხოვს. მადრიდელთა მხრიდან კვლავ არ წყდება ლაპარაკი ნეგრერიას...

გულთბილი შეხვედრა ქოჩორას
ჩანაწერი

გულთბილი შეხვედრა ქოჩორას

გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ მის ყოფილ გუნდთან, „ლევანტესთან“ სტუმრად, ვალენსიაში 3:3 ითამაშა. ქართველმა მოედანზე 88 წუთი დაჰყო. სტუმრებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს, ეს შოტლანდიელმა რობი ურმა გააკეთა. 54-ე წუთზე იმავე ურმა საგოლე პასი მიაწოდა პორტუგალიელ ფელიქს კორეიას და „სევილია“ უკვე 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მასპინძლების ორი გოლის დრო დადგა: 57-ზე ივან რომერომ შეამცირა სხვაობა, ხოლო 90+2...

რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
ჩანაწერი

რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში

ბარსელონელმა ბრაზილიელმა რაფინიამ გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიასთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა – 3:1. მატჩი სევილიაში „ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა. რაფინიამ გოლები შეაგდო 22-ე, 52-ე და 69-ე წუთებზე. პირველ ეპიზოდში მას ასისტენტობა დანიელმა მცველმა ანდრეას კრისტენსენმა გაუწია, მომდევნო ორი გოლი კი ლამინ იამალის პასებით შეაგდო. ამრიგად რაფინიას მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. თამაშამდე „ბარსელონას“ სპორტულმა...

ქოჩორას პირველი საგოლე პასი სევილიაში
ჩანაწერი

ქოჩორას პირველი საგოლე პასი სევილიაში

გიორგი მამარდაშვილის ყოფილი გუნდი „ვალენსია“ ლა ლიგის ახალ სეზონსი ხუთი ტურის შემდეგ მოგების გარეშეა. ამჯერად მან გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიასთან“ წააგო 0:1. ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, ფრანგი იუსუფ ფოფანას ნაცვლად 71-ე წუთზე შევიდა მოედანზე, მაგრამ საგოლე პასი შეასრულა. მის მიერ ჩაწოდებულ ჯარიმას საჯარიმოში თავური ხუან ანტონიო იგლესიას სანჩესმა დაარტყა. სხვადასხვა საიტებმა ქართველი ნახევარმცველის თამაში ასე...

ქოჩორას ჭარბი მონდომება
ჩანაწერი

ქოჩორას ჭარბი მონდომება

„ესპანიოლისა“ და „სევილიას“ შეხვედრა (1:1), რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტით იყო მნიშვნელოვანი, ესპანური მედიისთვის უპირველეს ყოვლისა იმით იყო საყურადღებო, რომ მანოლო გონსალესმა „ესპანიოლის“ თავკაცის რანგში მე-100 შეხვედრა ჩაატარა და გადაასწრო ერნესტო ვალვერდეს, რომელიც 99 მატჩში გაუძღვა ბარსელონელთა გუნდს. ეს მოხდა იმავე მეტოქესთან, რომელმაც „ესპანიოლი“ 2007 წელს ანუ ფაქტობრივად 20 წლის...

ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
ჩანაწერი

ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში

„სევილიას“  ახალწვეულმა გიორგი ქოჩორაშვილმა ოფიციალურ პრეზენტაციაზე ჟურნალისტების წინაშე ილაპარაკა. „ვაფასებ იმ ძალისხმევას რომელიც კლუბმა ჩემს შესაძენად გაიღო. ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებების დღეები გადავიტანეთ და საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა – დიდ კლუბში მოვხვდი. ადაპტაცია ძალიან იოლად გავიარე. გასახდელში ყველანი მიზნის მისაღწევად ვართ მობილიზებულები. თანაგუნდელებმა კლუბის ფასეულობები გამაცნეს და საქმეში ჩამრთეს. წლების წინ მე ვთამაშობდი ლეგენდარული...

ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
ჩანაწერი

ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა

გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ „სან მამესზე“ „ბილბაოს“ 3:1 მოუგო. ქართველ ნახევარმცველს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ის სულ რამდენიმე დღეა რაც გუნდს შეუერთდა და როგორც მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ წინა დღეს თქვა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარშე არც დატვირთავდა. გამარჯვების შემდეგ ლუის გარსია პლასამ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მან შოტლანდიელი თავდამსხმელის რობი ურის მონდომებას გაუსვა ხაზი, თუმც ჟურნალისტების...

ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს
ჩანაწერი

ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს

დღეს, საქართველოს დროით საღამოს 7 საათზე გიორგი ქოჩორაშვილის ახალი გუნდი „სევილია“ ბილბაოში თამაშობს. ესპანური გაზეთი „მარკა“ იტყობინება, რომ ქართველი ბასკეთშია და შესაძლოა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. „სევილიას“ არ ეყოლება 24 წლის ცენტრალური მცველი კიკე სალასი, რომელმაც წინა შეხვედრაში „რაიო ვალეკანოსთან“ წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრაში არც 28 წლის შვეიცარიელი ვინგერი რუბენ ვარგასი მიიღებს მიიღებს მონაწილეობას – ის...

ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
ჩანაწერი

ქოჩორა სევილიასაც მოუნდა

ესპანური AS წერს, რომ მართალია „სევილიას“ მთავარი ამოცანა თავდამსხმელის ყიდვაა,  ლუის გარსია პლასამ დირექტორატს ნახევარმცველიც შეუკვეთა. სერბი ნემანია გუდელის წასვლამ ნახევარდაცვის შუაში ახალი ფეხბურთელის მიყვანის საჭიროება გააჩინა. გაზეთის აზრით სევილიელებს ურჩევნიათ ისეთი მოთამაშე შეიძინონ, რომელიც ესპანურ ფეხბურთს კარგად იცნობს, ასეთი კი გიორგი ქოჩორაშვილია. ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიას ვერ შეეწყო. 27 წლის ნახევარმცველი ლისაბონის „სპორტინგში“ შარშან ამ...

ჟორჟი შევიდა და თამაში მოიგო
ჩანაწერი

ჟორჟი შევიდა და თამაში მოიგო

„ამ შეხვედრაში ბურთს ბევრჯერ არ შეხებია, მაგრამ ერთი საუცხოო მოქმედებით მისი ბედი გადაწყვიტა. მიქაუტაძემ წამოიწყო გარღვევა მარჯვნიდან, გასცდა კარმონას და საგოლე პასი მიაწოდა სოლომონს’’, ― წერს AS ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც „სევილიაში’’ მწვრთნელმა მარსელინომ მოედანზე 69-ე წუთზე შეუშვა. 84-ე წუთზე ჩაერთო საქმეში ისრაელის ნაკრების მოთამაშე მანორ სოლომონიც, ხოლო გოლი, რომელიც შეცვლაზე შესულმა ამ ორმა ფეხბურთელმა...