გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ მის ყოფილ გუნდთან, „ლევანტესთან“ სტუმრად, ვალენსიაში 3:3 ითამაშა. ქართველმა მოედანზე 88 წუთი დაჰყო.
სტუმრებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს, ეს შოტლანდიელმა რობი ურმა გააკეთა. 54-ე წუთზე იმავე ურმა საგოლე პასი მიაწოდა პორტუგალიელ ფელიქს კორეიას და „სევილია“ უკვე 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მასპინძლების ორი გოლის დრო დადგა: 57-ზე ივან რომერომ შეამცირა სხვაობა, ხოლო 90+2 წუთზე დელამ ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრების უმრავლესობა ამ დროს მთავრდება ხოლმე, ამ მატჩში კი მსაჯის წამატებულ წუთებში გუნდებმა თითო გოლიც გაუტანეს ერთმანეთს. 90+5 წუთზე ისააკ რომერომ ისევ სტუმრები დააწინაურა (თუმცა, მეტოქის გულშემატკივართა დასანახად ტუჩებზე თითის მიდების გამო მსაჯმა მას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა), 90+10 წუთზე კი ავსტრიელმა იფეანი ნდუკვემ შეხვედრას წერტილი დაუსვა.
მატჩის შემდეგ „სევილიას“ მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ თქვა: „როდესაც ჩვენ ვიგებთ მსაჯები თამაშს 8 ან 9 წუთს ამატებენ, ისააკი კი საერთოდ მოედნიდან გაგვიგდეს… რას იზამ, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. თავიდან უპირატესობას ვფლობდით და ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ ორი ბურთით დავწინაურდით. მეტის გატანა შეგვეძლო. შემდეგ მათ ზუსტად ითამაშეს და ანგარიში გაგვითანაბრეს, ხოლო ისააკის გაგდების შემდეგ წავაგეთ. ჩვენთვის რომერო რომ არ გაეგდოთ „ლევანტე“ გოლს ვერ გაგვიტანდა. საბოლოოდ, ვიტყვი, რომ 60 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგეს ვჯობდით, რაც იოლი არ არის და ამით კმაყოფილი ვარ“.
ქოჩორაშვილს „ლევანტეს“ გულშემატკივრები ძალიან გულთბილად შეხვდნენ. ქართველმა ამ შეხვედრაში 4 საკვანძო პასი შეასრულა; ბოლო მესამედში 13 გადაცემიდან 7 ზუსტი ჰქონდა; შექმნა ერთი საგოლე მომენტი; 10 დუელიდან 7, ხოლო 4 ორთაბრძოლიდან 3 მოიგო.
გიორგის თამაში სხვადასხვა საიტებმა ასე შეაფასეს:
flashscore – 7.0; sofascore – 6.9; whoscored – 7.0; formob – 7.8
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 08:51მწვრთნელი, რომელსაც არ სურს ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევდეს
მთავარი ამბავი13/10/2026 | 07:03გულთბილი შეხვედრა ქოჩორას
კატეგორიის გარეშე12/10/2026 | 09:27ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?
აქეთურ-იქითური12/10/2026 | 08:26ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს
