პრემიერლიგის სეზონი ბევრ საინტერესოსა და ამაღელვებელს გვპირდება. „არსენალი“ ტიტულის შენარჩუნებას აპირებს. უკვე ვართ და მომავალშიც არაერთხელ გავხდებით ბევრი ლამაზი გოლისა და შეტევის მოწმენი, მაგრამ ფეხბურთში, მოგეხსენებათ, გოლის არ-გაშვება გატანაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რის ნათელი მაგალითიც გახლავთ იგივე „არსენალი“, რომლის მეკარე დავიდ რაია ბოლო ოთხ სეზონში ან „ოქროს ხელთათმანს“ იგებდა, ან თანა-გამარჯვებული ხდებოდა. საიტი Sporting News გვთავაზობს გადავხედოთ, თუ რა ხდება დღეს, ამ ეტაპზე 2026/27 წლების სეზონის „ოქროს ხელთათმანისთვის“ ბრძოლაში. ჯილდოს ყოველ წელიწადს აძლევენ მეკარეს, რომელიც ყველაზე მეტ შეხვედრაში არ გაუშვებს გოლს.
11 ოქტომბრის მონაცემებით პირველ პოზიციაზეა „ბრაიტონის“ მეკარე ბარტ ვერბრუგენი, რომელმაც 6 შეხვედრა ჩაატარა და 4-ში გოლი არ გაუშვა. მეორეზეა „ჰალ სიტის“ კონსტანტინოს ცოლიკასი – 6 შეხვედრიდან 3-ში გოლი არ გაუშვა. ასეთივე შედეგი აქვს ზემოთ ნახსენებ რაიას, „ევერტონის“ ჯორდან პიკფორდს, „მანჩესტერ სიტის“ ჯიჯი დონარუმას და „ლივერპულის“ ალისონს.

2025/26 წლების სეზონში „ოქროს ხელთათმანი“ მოიგო რაიამ (37;19), მეორეზე გავიდა დონარუმა (34;15), მესამეზე კი იყო ერთბაშად სამი გოლკიპერი: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი – 37;11) , ჯორდან პიკფორდი (ევერტონი – 38;11) და ჯორჯე პეტროვიჩი (ბორნმუთი – 38;11).
„ოქროს ხელთათმანი“ პირველად 2005 წელს „ჩელსის“ ლეგენდარულ მეკარეს პეტრ ჩეხს გადაეცა. მასვე ეკუთვნის რეკორდი – 24 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი. შემდეგი სამი სეზონის განმავლობაში ჯილდოს იგებდა პეპე რეინა, რომელიც „ლივერპულის“ კარს იცავდა და გოლი არ გაუშვა ერთხელ 20, მეორეჯერ 19 და მესამედ 18 შეხვედრაში.
ლივერპულელთა საყვარელ მეკარეს ალისონს ჯილდო ორჯერ აქვს მოგებული, 2018/19 წლების სეზონში, როდესაც 21 შეხვედრაში დაიცვა კარი და მეორედ ედერსონთან ერთად 2021/22 წლების სეზონში, როდესაც 20 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე12/10/2026 | 09:27ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?
აქეთურ-იქითური12/10/2026 | 08:26ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს
სიახლეები12/10/2026 | 07:05სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
