ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა, საჩემპიონო რბოლაში კი დაძაბულობა იმატებს. გუნდები ერთმანეთს ქულა-ქულაში მიჰყვებიან და ერთ წაფორხილებას მართლაც ოქროს ფასი დაედო.
აი, მაგალითად, „ბათუმმა“ ტურის ბოლო სათამაშო დღეს, წინა საღამოს თურქი ფანების მიერ იავარქნმილ სტადიოზე გორის „დილას“ თორნიკე კირკიტაძის დუბლით 2:0 მოუგო, 65 ქულით კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს და ორი პუნქტით უსრწებს მოქმედ ჩემპიონ „იბერიას,“ რომელსაც მომდევნო ტურში, „მიხეილ მესხზე“ ესტუმრება. ახლა ზღვისპირელებს პირველობის გასაფორმებლად 4 ქულაც ჰყოფნით, „რუსთავმა“ კი საბოლოოდ დაკარგა ჩემპიონობის შანსი.
„რუსთავმა“ „მეშახტეს“ 2:1 მოუგო, რის შემდეგაც ტყიბულის კლუბი ოფიციალურად გავარდა ელიტიდან და გაისად ლიგა-2-ში მოუწევს ასპარეზობა.

62-ქულიანმა თბილისის „დინამომ“ სტუმრად „გაგრა“ დაამარცხა, მესამე ადგილზეა და მესამე გუნდია. რომელიც ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს. გამარჯვების გოლი ამ მატჩში 37 წლის მათე ვაწაძემ გაიტანა. ეს მათეს მე-10 გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში.
იმერულ დერბიში კი „ტორპედომ“ სერბი კომნენ ანდრიჩის გოლით მოუგო „სამგურალს.“ ეს ანდრიჩის მე-14 გოლი იყო მიმდინარე სეზონში და ის 14 ბურთით ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. „სამგურალმა” კი გიორგი ონიანი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
სპაერი 2:2 იბერია
1:0 ცირდავა (32), 1:1 ძაგანია (37), 2:1 ცირდავა (70), 2:2 მაისურაძე (82 საკ. კარში)
გაგრა 1:2 დინამო
0:1 ბა (36), 1:1 გოშთელიანი (57), 1:2 ვაწაძე (81)
სამგურალი 0:1 ტორპედო
0:1 ანდრიჩი (70)
რუსთავი 2:1 მეშახტე
0:1 შუბითიძე (39), 1:1 კენიო (50), 2:1 ალმეიდა (75)
ბათუმი 2:0 დილა
1:0, 2:0 კირკიტაძე (28, 81)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 20:59კირკიტაძე და ბათუმის 4 ქულა
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 19:37ნინუას რომ გაეტანა…
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
