ალისონს ხელფასის მომატება უნდა

ალისონს ხელფასის მომატება უნდა

„ლივერპული“ და მისი ქომაგების საყვარელი ბრაზილიელი მეკარე, 34 წლის ალისონ ბეკერი ინგლისური მედიის მუდმივი თემაა. ხვალ „ევერტონის“ წინააღმდეგ მერსისაიდულ დერბიში ბრაზილიელი „წითლების“ შემადგენლობაში 350-ე მატჩს ჩაატარებს. მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ალისონი საუკეთესოა იმ მეკარეებს შორის, ვისთანაც მას უმუშავია.

ალისონს „ლივერპულთან“ 2027 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი. გულშემატკივრებს ძალიან უნდათ, რომ გმირი მათთან დარჩეს (რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში თამაში არ ეღირსება), მაგრამ ამისათვის საჭიროა კლუბმა და ფეხბურთელმა მოილაპარაკონ.

„დეილი მეილის“ ჟურნალისტმა ლუის სტილიმ ამ საკითხთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ახალი ინფორმაცია გაასაჯაროვა. მისი თქმით მეკარე დიდ ხელფასს ითხოვს.

„ბრაზილიელს დარჩენა უნდა და საამისოდ მოლაპარაკებებსაც აწარმოებს, მაგრამ დიდ ხელფასსაც ითხოვს“, – დაწერა სტილიმ.

ალისონის ახლანდელი ჯამაგირი კვირაში 250 000 გირვანქაა.

 კონკრეტულად რა პირობებს აყენებს ვეტერანი უცნობია, თუმცა, როგორ ჩანს მას მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტიც არ აკმაყოფილებს.

ასეთივე მდგომარეობაა ვირჯილ ვან დაიკის კონტრაქტთან დაკავშირებითაც. კლუბი ორივეს სიამოვნებით დღესვე გაუფორმებს ერთწლიან ხელშეკრულებას, მაგრამ ფეხბურთელები ხანგრძლივ თანამშრომლობას ითხოვენ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.