AS: „„სლავია“ ანგარიშის გასათანაბრებლად წინ მიიწევდა, როდესაც ინიგო პერესმა მოედანზე ჟორჟ მიქაუტაძე შეიყვანა (75-ე წუთი), რათა მისი სისწრაფის წყალობით გამარჯვება განემტკიცებინა. მიქაუტაძეს ბოლო წუთზე ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა“.
საბოლოოდ, შეხვედრა დასრულდა 1:0 ესპანური გუნდის გამარჯვებით, ჩეხეთის ლიგის ლიდერმა კი ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი დაამყარა – უკვე მიჯრით 24 შეხვედრაა არ მოუგია: 8 ფრე და 16 წაგება. გამარჯვების გარეშე ამდენ ხანს შეჯიბრების ისტორიაში არავინ დარჩენილა. პრაღელებმა ანტირეკორდის წინა (23) მფლობელებს აეკსა და „სტიაუას“ გადაასწრეს.
ამრიგად, დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტური, რომელშიც ოთხშაბათს კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი თამაშობდა, თუმცა ქართველების გარეშე.
„პარი სენ ჟერმენმა“ „რომას“ უმასპინძლა და ბრწყინვალე გამარჯვებათა ჯაჭვი გაუწყდა – 2:2. ანგარიში მე-5 წუთზე სტუმრებმა გახსნეს – გოლი ესპანელმა მარიო ერმოსომ შეაგდო. 31-ე წუთზე ილია ზაბარნიმ გაათანაბრა. მეორე ტაიმის მეთოთხმეტე წუთზე ფერან ტორესის ნაცვლად მოედანზე ოსმან დემბელე შევიდა და სამ წუთში პენალტი გაიტანა, მაგრამ ჰოლანდიელმა დონიელ მალენმა 78-ე წუთზე ასევე პენალტით გაქვითა. ფრანგული მედიის ერთსულოვანი შეფასებით ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულმა ჩვეულად ვერ ითამაშა, რაც რასაკვირველია ხვიჩა კვარაცხელიას და დეზირე დუეს არყოფნის ბრალი იყო.
„ლივერპულმა“ კი გიორგი მამარდაშვილის დახმარების გარეშე მოიგო ბრიუგეში – 3:0. „წითლები“ ბოლოხანს კარგ ფორმაში არიან. მათ ბელგიაშიც შთამბეჭდავად ითამაშეს. მერსისაიდელები მთელს შეხვედრას აკონტროლებდნენ. ერთადერთი, შეიძლება ითქვას, რომ „ბრიუგე“ 0:3-ისთვის იყო ცოდო. ორი გოლი ალექსანდერ ისაკმა შეაგდო, ერთი – ფლორიან ვირტცმა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კვლავ მოგების გარეშეა. მან ჯერ იყო და პრემიერლიგაში „ლივერპულთან“ წააგო 0:4, ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგაში ლისაბონში 2:2 ითამაშა „სპორტინგთან“. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში კოლუმბიელმა ლუის სუარესმა, რომელიც „სპორტინგამდე“ „მარსელში“ თამაშობდა, 30-ე წუთზე პირველი პენალტი ვერ გაიტანა, სამი წუთის მერე მეორე პენალტი კი შეაგდო. პირველი ტაიმი ასეც დამთავრდა – 1:0. შესვენების შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა ორ წუთში (48,50) ორი გოლი გაიტანა (მათგან პირველი პენალტით), მაგრამ მე-80-ზე უკვე ნახსენებმა სუარესმა გაათანაბრა.
ამ ეპიზოდში სტუმრების ბელგიელი მეკარე სენე ლამენსი უხეშად შეცდა. ლამენსმა ამ საღამოს რამდენიმეჯერ მიიპყრო ყურადღება: ჯერ პენალტი აიღო, მერე მის გამო მეორე პენალტი დაინიშნა და ბოლოს უხეში შეცდომით მეოტქეს გოლი გაატანინა.
90+3 წუთზე მსაჯმა მანჩესტერელებს მეორე ყვითლის გამო იური ტილემანსი გაუძევა.
„ბარსელონამ“ ბაქოში „საბაჰს“ 4:1 ისე მოუგო, რომ ოფლი არ გამოუდენია. თან ამხელა გზაზე ლამინ იამალი არ წაიყვანა.
„ლილმა“ 2:1 მოუგო „ბაიერნს“. ეს იყო „რეკორდმაისტერის“ პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში. ბავარიელებს არ ჰყვადათ: ნოიერი, დევისი, გნაბრი, საიბარი, ოლისე და კეინი.
„ატილეტიკომ“ 2:0 მოუგო „ვიკინგს“, „ინტერმა“ ასეთივე ანგარიშით დაამარცხა „შტუტგარტი“, „შახტარმა“ „შინ“ 0:1 წააგო „ფენერბაჰჩესთან“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/11/2026 | 08:54კვარას და დუეს გარეშე
სიახლეები26/11/2026 | 08:04ფაქტობრივად ქართველების გარეშე
აქეთურ-იქითური25/11/2026 | 09:41ბაქოში ბარსას აგინეს
აქეთურ-იქითური25/11/2026 | 08:49ლუის ენრიკე: ტრავმები ცუდია, მაგრამ სხვა შანსი გვეძლევა
