საბაჰი აზერბაიჯანულად ნიშნავს: „ხვალ“. ცხრა წლის წინ დაარსებულ ფეხბურთის კლუბს ეს სახელი ხვალინდელი დღის იმედით დაარქვეს. ესპანური გაზეთი AS კი წერს, რომ აზერბაიჯანელი ქომაგის ზოგი მიდგომა მომავალზე მეტად იმ წარსულზე გვაფიქრებს, რომელსაც რაც მალე დავივიწყებთ, მით უკეთესი იქნება.
რა არ მოეწონათ ესპანელ ჟურნალისტებს? „საბაჰი“ დღეს ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას“ მასპინძლობს. გუშინ, ბაქოურმა გუნდმა მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელიც, როგორც წესი და რიგია, პრესისთვის მხოლოდ 15 წუთით იყო გახსნილი. ზოგადად ეგრეთწოდებულ დახურულ ვარჯიშებზე არც გულშემატკივრებს უშვებენ, მაგრამ ადგილობრივ ქომაგს ეს წესი რატომღაც არ შეეხო. ტრიბუნაზე ასამდე კაცმა მოიყარა თავი. მათ ბანერი გაშალეს და ფეხბურთელებს მხარდაჭერა აგრძნობინეს.
მაგრამ ესპანელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ქომაგის შეძახილი: puta Barca რაც ნიშნავს „ბარსელონა ბოზი“. ეს შეძახილი კატალონიური გუნდის გასვლით თამაშებზე, სხვადასხვა სტადიონზე ხშირად ისმის, მაგრამ ამჯერად ამ სიტყვებს ყვიროდნენ ვარჯიშზე და თან მაშინ, როდესაც იქ ბარსელონელი არავინ იყო. ანუ, ეს უფრო აგრესიის გამოხატვას ჰგავდა, ვიდრე მეტოქეზე ზემოქმედების მცდელობას.
AS წერს, რომ „ბარსელონას“ დღეს, ბაქოში დიდი ობსტრუქცია ელის.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/11/2026 | 09:41ბაქოში ბარსას აგინეს
აქეთურ-იქითური25/11/2026 | 08:49ლუის ენრიკე: ტრავმები ცუდია, მაგრამ სხვა შანსი გვეძლევა
მთავარი ამბავი25/11/2026 | 07:40ინგლისელებისთვის უიღბლო სამშაბათი
აქეთურ-იქითური24/11/2026 | 08:16ფრანჩესკო ტოტის გულწრფელი ინტერვიუ
