საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელი კახა ცხადაძე ლატვიის ჩემპიონატში იმუშავებს. ქართველმა სპეციალისტმა „ლიეპაია“ ჩაიბარა.
„მოხარულნი ვართ, ოფიციალურად გაცნობოთ, რომ „ლიეპაიას“ მწვრთნელად ცნობილი სპეციალისტი, კახაბერ ცხადაძე დაინიშნა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიეპაიაში.
58 წლის ქართველ სპეციალისტს გამორჩეული სათამაშო კარიერა ჰქონდა და უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა – ის ზედმიწევნით კარგად იცნობს უმაღლესი დონის პროფესიულ ფეხბურთს. კარიერის განმავლობაში ის არაერთ ცნობილ კლუბში გამოდიოდა, მათ შორის ფრანკფურტის „აინტრახტში“ და „მანჩესტერ სიტიში“.
„ლიეპაიაში“ გადმოსვლამდე ცხადაძე აზერბაიჯანულ კლუბ „გაბალაში“ მუშაობდა“, – წერს ლატვიური კლუბის პრესსამსახური.
ჩვენ კი დავძენთ, რომ ლიეპაიაში ცხადაძეს სავარაუდოდ გიორგი ჩიხრაძე დაეხმარება.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 20:37ცხადაძე ლატვიაში იმუშვებს
სიახლეები22/11/2026 | 00:24ორმაგთან ახლოს
სიახლეები18/11/2026 | 23:20ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
