აზერბაიჯანულმა „გაბალამ“ ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია – ამ თანამდებობაზე კახა ცხადაძე იმუშავებს, მას კი ასევე ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე დაეხმარება. ცხადაძე-ჩიხრაძის დუეტი ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატში, „კასპიიში“ მუშაობდა. მათთვის არც აზერბაიჯანის ჩემპიონატია უცხო – ორივე სპეციალისტი წლების მანძილზე ამ ქვეყნის ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდნენ. „გაბალამ“ ქართველ მწვრთნელებთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჭდე: კახა ცხადაძე
კასპიი ჩვენებმა დატოვეს…
ყაზახეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა აქტაუს „კასპიიმ“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა. „გაცნობებთ, რომ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე ტოვებს ჩვენს კლუბს“, – წერია განცხადებაში. (პრესა კი წერს, რომ „კასპიის“ ფინანსური პრობლემები შეექმნა) ცხადაძე „კასპიის“ ყაზახეთის პრემიერლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში. ხუთ ტურის შემდეგ აქტაუს კლუბმა ყველა მატჩი წააგო და...
ფანცულაია ცხადაძესთან… ყაზახეთში
ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე აქტაუს „კასპიიმ“ „ბათუმიდან“ ქართველი ფორვარდი გიორგი ფანცულაია დაიმატა. ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა: „ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ჩვენს საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ფანცულაიამ კარიერაში 85 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში. წარმატებებს გისურვებთ!“. ფანცულაია გასულ სეზონში „ბათუმში“ თამაშობდა – 29 მატჩში ჩაატარა 5 გოლი...
ნაპოლის ძველი კაპიტანი აინტრახტს იგონებს
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” გერმანულ „აინტრახტს” დააპირისპირა. ეს გუნდები 28 წლის წინ უეფას თასზე შეხვედრილან. მაშინ ფრანკფურტის გუნდში ქართველი ფეხბურთელი კახა ცხადაძე თამაშობდა, თუმცა „აძურისთან” მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია (ნეაპოლში სათადარიგოთა სკამზე იჯდა), „ნაპოლის” კაპიტანი კი გახლდათ რობერტო ბორდინი, რომელმაც ძველი ამბები გაიხსენა. „მე 1994 წელს „აინტრახტის” წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში ვითამაშე. მკლავზე...
ცხადაძე და სუმგაითი: მოლაპარაკებები დაწყებულია…
თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე შესაძლოა, კვლავ აზერბაიჯანის ჩემპიონატში დაბრუნდეს და „საუმგაითის“ თავკაცი გახდეს. მას შემდეგ რაც სუმგაითელებმა თანამდებობოდან გაანთაისუფლეს ბელარუსი სპეციალისტი ალექსეი ბაგა, ცხადაძესთან დაიწყეს მოლაპარაკება. შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს აზერბაიჯანის ჩემპიონატში აქამდეც უმუშავია, ის ბაქოს „სტანდარდსა“ და „ინტერს“ წვრთნიდა. აზერბაიჯანის 10-გუნდიან ჩემპიონატში, 7 ტურის შემდეგ „სუმგაითს“ ჯერ მოგება არ აქვს და მე-8 ადგილზეა....
ხვიჩას გაცილებამდე
29 ივნისს, ელიგის მე-20 ტურში „ბათუმი“ „დინამოს“ უმასპინძლებს. წინა ორ წრეში ერთი შეეხვედრა ზღვისპირელებმა მოიგეს (3:0), მეორე ფრედ დამთავრდა (0:0). თამაშის შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას გააცილებენ ბათუმიდან. 1 ივლისიდან ის ოფიციალურად გახდება იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი. ძალიან საინტერსო თამაში უნდა გამოვიდეს. ტური 2 ივლისს დასრულდება. შემდეგ კი ელიგაში 13 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდება. ახლა კი მე-19 ტურის...
ბათუმი მეორეშიც პირველია
დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. ლიდერი ისევ „ბათუმია“. ზღვისპირელები დამაჯერებლად პირველობენ, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 6 ქულით უსწრებენ და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ გამართული ნაბიჯით მიდიან. გულისხმიერი ჭია ხმაურიანი დებიუტი გამოუვიდა „დინამოში“ გიორგი ჭიაბრიშვილს. „დინამომ“ „გაგრას“ 5:0 მოუგო და რაც მთავარია, კარგი თამაში აჩვენა, რასაც ბოლო დროს მათგან იშვიათად ვხედავთ. გაიმარჯვა და ერთტურიანი პაუზის შემდეგ მეორე ადგილზე...
ცხადაძე – დინამო წელიწადში დამთავრდა
წყალტუბოში, ადგილობრივ „სამგურალთან“ 1:2 წაგების შემდეგ თბილისის „დინამომ“ კახა ცხადაძე მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. „დინამო თბილისმა 18 ივნისს მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დინამო თბილისი 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ...
პირველად 19 მატჩის შემდეგ…
გადაიარა სანაკრებო ციებ-ცხელებამ და ისევ ეროვნული ჩემპიონატის დრო დადგა. ნანაკრებევს მე-17 ტური გაიმართა. მეტი ამბიცია „სამგურალმა“ „დინამოს“ მოუგო (2:1) და ეს აღარავის გაკვირვებია. წყალტუბოელები მეორე წელიწადია ელიტაში არიან და „დინამოს“ ისინი ჯერ ვერ დაუმარცხებია. ამას უხერხული მეტოქეობაც აღარ ჰქვია. წყალტუბოელებმა მიჯრით მე-10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს (7 მოგება, 3 ფრე), „დინამოს“ ცხრილში ადგილი გაუცვალეს და პირველად...
ყანა, ჩაბრა, ხორხელები…
ჩაბრა 10 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად დაიწყო მატჩი „ბათუმის“ სასტარტოში. რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ბოლოსკენ შეცვალეს. „ბათუმმა“ „სამგურალს“ კლასით მოუგო. თუმცა, ახალტრავმამოშუშებულ სერგო კუხიანიძეს პენალტი რომ გაეტანა, შეიძლება თამაშის სცენარი შეცვლილიყო. სერგომ 11-მეტრიანი მე-7 წუთზე ვერ გამოიყენა. ანგარიში კი მე-2 წუთზე ზღვისპირელთა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა ეფექტური თავურით. სტუმრებს საკმაო ხანი დასჭრდათ საბოლოო უპირატესობის მოსაპოვებლად....









