ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” გერმანულ „აინტრახტს” დააპირისპირა. ეს გუნდები 28 წლის წინ უეფას თასზე შეხვედრილან. მაშინ ფრანკფურტის გუნდში ქართველი ფეხბურთელი კახა ცხადაძე თამაშობდა, თუმცა „აძურისთან” მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია (ნეაპოლში სათადარიგოთა სკამზე იჯდა), „ნაპოლის” კაპიტანი კი გახლდათ რობერტო ბორდინი, რომელმაც ძველი ამბები გაიხსენა.
„მე 1994 წელს „აინტრახტის” წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში ვითამაშე. მკლავზე „ნაპოლის” კაპიტნის სამკლავური მეკეთა. დღევანდელი დღესავით მახსოვს, როგორ გავუცვალე მოედნის ცენტრში ვიმპელები ტონი იებოას, ძალიან ძლიერ თავდამსხმელს. პირველ შეხვედრაში უიღბლობის გამო დავმარცხდით. რენატო ბუსომ საკუთარ კარში გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი. საპასუხო თამაშში გადავსებულ და მღელვარე „სან პაოლოზე” ვცადეთ მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ რა არის დასამალი, რომ ჩვენ ვეთამაშებოდით გუნდს რომელიც როგორც ფიზიკურად ასევე ტექნიკურად გაცილებით ძლიერი იყო. და მათი მწვრთნელი იყო იუპ ჰაინკესი”.
„აინტრახტმა” ნეაპოლშიც მოიგო 1:0. გოლი რალფ ფალკენმაიერმა გაიტანა.
შემდეგ კი ბორდინმა ახლანდელი მდგომარეობა მიმოიხილა და თქვა, რომ 2023 წლის 22 თებერვალსა და 16 მარტს სხვა ვითარება იქნება:
„მას მერე ბევრი წელიწადი გავიდა. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. მიმდინარე სეზონში ნაპოლი სხვა გუნდია”.
და ბოლოს სტანისლავ ლობოტკას შესახებ: „ვფიქრობ, ლობოტკა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ის უპრობლემოდ ართმევს თავს ორ ამოცანას — ყოველ შეხვედრაში კილომეტრებს ფარავს და შეტევას ამწვავებს. ის „ნაპოლისთვის” საკვანძო ფეხბურთელია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
