ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” გერმანულ „აინტრახტს” დააპირისპირა. ეს გუნდები 28 წლის წინ უეფას თასზე შეხვედრილან. მაშინ ფრანკფურტის გუნდში ქართველი ფეხბურთელი კახა ცხადაძე თამაშობდა, თუმცა „აძურისთან” მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია (ნეაპოლში სათადარიგოთა სკამზე იჯდა), „ნაპოლის” კაპიტანი კი გახლდათ რობერტო ბორდინი, რომელმაც ძველი ამბები გაიხსენა. „მე 1994 წელს „აინტრახტის” წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში ვითამაშე. მკლავზე [...]
ჭდე: უეფას თასი
დონეცკიდან კიევში თურქეთის გავლით
ალექსეი მიხაილიჩენკოს ნაცვლად კიევის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად რუმინელი მირჩა ლუჩესკუ დაინიშნა. რუმინელ სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მისი გაგრძელება კიდევ ერთი წლით არის შესაძლებელი. ლუჩესკუ ყველაზე ცნობილი დონეცკის „შახტარში“ მუშაობით გახდა, რომელიც დინამოელთა პრინციპულ მეტოქედ ითვლება. რუმინელი დონეცკურ კლუბს 2004-16 წლებში წვრთნიდა. 12-წლიანი მუშაობის პერიოდში დონბასელები 8-ჯერ გახდნენ უკრაინის ჩემპიონები, 6-ჯერ თასი, [...]
კუბალას ქუჩა ბარსელონაში
ორშაბათს, ჩატარდა „ბარსელონას“ დირექტორატის მორიგი კრება, რომელიც წინა კრებებისგან სიმშვიდით გამოირჩეოდა. განიხილეს სამი საკითხი, რომელთაგან ორი სამეურნეოა და ფართო საზოგადოების ინტერესს არ წარმოადგენს, მესამეზე კი ღირს შეჩერება. საქმე ის არის, რომ ბარსელონაში უნგრეთის წარმომადგენლობამ კლუბს მიმართა წერილით, რომელშიც მას ქალაქის მუნიციპალიტეტთან შუამდგომლობა სთხოვა. უნგრელებს სურთ, რომ კატალონიის მთავარ ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული ფეხბურთელის ლადისლაო კუბალას [...]


