ალექსეი მიხაილიჩენკოს ნაცვლად კიევის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად რუმინელი მირჩა ლუჩესკუ დაინიშნა. რუმინელ სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მისი გაგრძელება კიდევ ერთი წლით არის შესაძლებელი.
ლუჩესკუ ყველაზე ცნობილი დონეცკის „შახტარში“ მუშაობით გახდა, რომელიც დინამოელთა პრინციპულ მეტოქედ ითვლება. რუმინელი დონეცკურ კლუბს 2004-16 წლებში წვრთნიდა. 12-წლიანი მუშაობის პერიოდში დონბასელები 8-ჯერ გახდნენ უკრაინის ჩემპიონები, 6-ჯერ თასი, ხოლო 7-ჯერ სუპერთასი მოიგეს. ყველაზე მთავარი – გახდნენ უეფას თასის გამარჯვებულები.
„შახტარის“ გარდა ლუჩესკუს უმუშავია რუმინეთის ნაკრებში, თურქეთის ნაკრებში, „გალათასარაიში“, „ბეშიქთაშში“, „ინტერში“, „ზენიტში,“ ასევე რამდენიმე რუმინულ კლუბში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
