თბილისის „დინამოს“ კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გააგრძელებს კარიერას უცხოეთში – 18 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ალქსანდრე ფეიქრიშვილი კიევის „დინამოში“ ითამაშებს – ტრანსფერს უკრაინული კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. ფეიქრიშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. ის თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, კლუბის მეორე გუნდში 28 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ფეიქრიშვილთან კიევის „დინამომ“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჭდე: კიევის დინამო
ფენერბაჰჩე კიევის დინამოს მხარში დაუდგა
კიევის „დინამომ” და „ფენერბაჰჩემ” ჩემპიონთა ლიგაში 0:0 ითამაშეს. შეხვედრის წინ თურქულმა კლუბმა უკრაინულს სოლიდარობა გამოუცხადა. ის მოედანზე გამწკრივდა მაისურით, რომელსაც ეწერა „შეწყდეს ომი” (STOP WAR). ეს გახლდათ კიევის გუნდის პირველი ოფიციალური თამაში დეკემბრის შემდეგ. 24 თებერვალს უკრაინას რუსეთი დაესხა თავს და მას მერე „დინამომ” მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში შეძლო მონაწილეობა. კიეველთა და სტამბოლელთა შეხვედრა პოლონეთის ქალაქ...
ბომბარდირი და ომი
ეს 52 წლის ოლეგ სალენკოა, უკრაინელი, რომელმაც რუსეთის ნაკრებში ითამაშა და 1994 წლის მონდიალზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა. თანაბომბარდირი გახდა ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად. სალენკო სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, თავიდან „ზენიტში“ თამაშობდა, საიდანაც კიევის „დინამოში“ გადავიდა და სახელიც იქ გაითქვა. რუსეთის ნაკრებში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა… მანამდე ერთი მატჩი უკრაინის ნაკრებშიც ითამაშა. იყო „ვალენსიაში“,...
უკრაინაში კვერცხები დააჭიდეს
უკრაინულ პრემიერლიგაში საჩემპიონო ინტრიგა მკვდარია – პირველობა კიევის „დინამომ“ ირგუნა. ამის მიუხედავად, უკრაინელები ფანტაზიის და საინტერესო მოვლენების ნაკლებობას არ უჩივიან. პრემიერლიგის მორიგი ტური კი მართლმადიდებლურ აღდგომას დაემთხვა და რამდენიმე შეხვედრაში ათავისებურადაც აღნიშნეს. მაგალითად, „მარიუპოლი“ – „ლვოვის“ შეხვედრის დაწყებისას არბიტრმა კაპიტნებს ცენტრში უხმო და მონეტის აგდების ნაცვლად შეღებილი კვერცხები ჩაარტყმევინა იმის გასარკვევად, ვინ დაიწყებდა თამაშს. იდეა...
ფარული დავა წიტაიშვილზე
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტში სამ მატჩს გამართავს. იცდახუთში შვედებთან სტუმრად, ოცდარვაში შინ ესპანეთთან და ოცდათერთმეტში ისევ სტუმრად საბერძნეთში. დიდია შანსი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ ციკლს განსხვავებული შემადგენლობით შეხვდეს. საქმე ის არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები წამოიწყო „მამლუქებთან“ და თითქმის ბოლომდეა მიყვანილი საქმე უკრაინელი გიორგი წიტაიშვილისა და ფრანგი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის...
უეფამ ლობანოვსკი გაიხსენა
ევროფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარ საიტზე სოლიდური სტატია მიუძღვნა უკრაინელ გენიოსს. ვალერი ლობანოვსკი ყველაზე პროდუქტიული მწვრთნელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. „ვასილიჩმა“ ფეხბურთელობისას კიევის „დინამოში“, ოდესის „ჩერნომორეცსა“ და დონეცკის „შახტარში“ იბურთავა, კიევში სსრკ-ის ჩემპიონობა და თასიც მოიპოვა, მერე კი თამბრუდამხვევი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო: სსრკ ჩემპიონი (კიევის დინამო) – 8. სსრკ თასი (დინამო) – 6. ევროპის თასების მფლობელთა თასი...
რონალდუ – 750!
2 დეკემბერს ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაჩაგრა. სამიდან ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა და ეს პორტუგალიელის კარიერაში 750-ე შედეგიანი გასროლა აღმოჩნდა. რონალდუს ჯერ ასაკის არაფერი ეტყობა და ისევ ის მონსტრია, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს. ეს მოსაზრება რონალდუს სოცქსელში დატოვებული კომენტარით მისმა ძველმა პარტნიორმა და მეგობარმა იკერ კასილასმაც დაადასტურა: “მხოლოდ 750? შენ გაცილებით მეტი შეგიძლია!”.
კუმანი პრესინგსა და უბურთოდ თამაშზე
„ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კიევის „დინამოს” 2:1 მოუგო, რის შემდეგაც გამარჯვებულთა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თქვა, რომ მის ფეხბურთელებს უბურთოდ თამაშის გაუმჯობესება მართებთ. „თამაში კარგად დავიწყეთ. მეხუთე წუთზევე პენალტით გავხსენით ანგარიში და სხვა საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ ამის შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ კონტროლი დავკარგეთ. იყო მომენტები, როდესაც კიეველები ჩვენს კართან ხიფათს ქმნიდნენ, მაგრამ ფენომენალურად ითამაშა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა....
ნაკრებში 45 წლისა?
ოლექსანდრ შოვკოვსკის უკრაინის ეროვნულ ნაკრებში უხმეს. 45 წლის მეკარემ კარიერა 4 წლის წინ დაასრულა და ამჟამად უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტია. გამოუვალი მდგომარეობის გამო კი ვეტერანი ნაკრებში დააბრუნეს. ფრანგებთან ამხანაგური მატჩის წინ ნაკრების ორ ძირითად მეკარეს – ანდრეი ლუნინს და იური პანკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანზე მხოლოდ მესამე მეკარე გეორგი ბუშანია. შოვკოვსკი თადარიგში იჯდება და მოედანზე იმ...
წასული ლუჩესკუ არ წავიდა
რუმინულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაარვცელეს ინფორმაცია, რომ 23 ივლისს კიევის „დინამოში“ დანიშნული მირჩა ლუჩესკუ სამსახურიდან გაანთავისუფლეს, თუმცა ჯერ ეს არავის დაუდასტურებია… ლუჩესკუ ცნობილი დონეცკის „შახტარში“ მუშაობით გახდა, სადაც 12 წელი იმუშავა. დონბასური გუნდი „დინამოს“ მოსისხლე მტრად ითვლება, ამიტომაც კიეველ ულტრასებს მისი გუნდში დანიშვნა არ ესიამოვნათ. მეტიც, მისი დანიშვნა „თვალში ნაცრის შეყრად“ მიიჩნიეს და დიდ გამოსვლებს აანონსებდნენ....








