ალექსეი მიხაილიჩენკოს ნაცვლად კიევის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად რუმინელი მირჩა ლუჩესკუ დაინიშნა. რუმინელ სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მისი გაგრძელება კიდევ ერთი წლით არის შესაძლებელი. ლუჩესკუ ყველაზე ცნობილი დონეცკის „შახტარში“ მუშაობით გახდა, რომელიც დინამოელთა პრინციპულ მეტოქედ ითვლება. რუმინელი დონეცკურ კლუბს 2004-16 წლებში წვრთნიდა. 12-წლიანი მუშაობის პერიოდში დონბასელები 8-ჯერ გახდნენ უკრაინის ჩემპიონები, 6-ჯერ თასი,...
ჭდე: კიევის დინამო
შევარდნაძე, გურია, ანშლაგი…
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ანალოგი არ ახსოვს: საყვარელი გუნდის საქომაგოდ სტადიონზე ორნახევარჯერ მეტი მაყურებელი დადიოდა, ვიდრე ამ ქალაქის მთელი მოსახლეობა იყო. ამის შემოქმედი წინა საუკუნის 80-იანი წლების ლანჩხუთი და იქაური „გურია“ გახლდათ. 9-ათასიან ლანჩხუთში 22-ათასიან სტადიონზე პირველი ანშლაგი 1987 წლის 14 მარტს დაფიქსირდა, როცა პატარა რაიონული ცენტრის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ გუნდთან სტუმრად მოსკოვის „სპარტაკი“ ჩამოვიდა. და...
ზინედინ არაბი
და თქვა გოგია მესვეტემ: ქალაქ ბორდოსა ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და ბურთაობდა. კარგი მობურთავე იყო და პატივიც ფრიადი ჰქონდა. მთელი ბორდოს ქალაქის ბავშვები იმას დასდევდნენ. ამ ახალგაზრდა კაცს ზინედინ ზიჰდანი ერქვა და ქონებაც ფრიადი მოეგროვებინა. ერთხელ ზინედინი მეჯლიშში იყო და ქეიფობდა, თან იქ მოსული ხალხის ლაპარაკს უგდებდა ყურს. ერთი ვაჭარი კაცი ჰყვებოდა მილეთის ამბავს, უცხო...


