დინამო – გულის ფიცარზე!
ჩანაწერი

დინამო – გულის ფიცარზე!

გამარჯვების დღე, გამარჯვების დღეა. რაც არ უნდა მოხდეს, გამარჯვების დღე არასდროს გახუნდება. სიხარულისა და შვების დიდი და საოცარი განცდა, ბედნიერებას ნიშნავს. ბედნიერება კი, თავისუფლებაა. 1981 წლის 13 მაისის ღამე დიდი თავისუფლების ღამე იყო. იმ ღამის მომსწრენი, ამას იოლად გაიხსენებენ. გაიხსენებენ და გაიხარებენ კიდეც, რადგან ასეთი საბჭოთა თბილისში არც დაღამებულა და არც გათენებულა. თბილისის „დინამომ“ მაშინ...

ბეტეგა დღეს
ჩანაწერი

ბეტეგა დღეს

სიმართლე რომ ვთქვა, იტალიის ნაკრების მხარეს ბარე ორმოცდაორი წელიწადია არ ვყოფილვარ. იმდენად არა, რომ ნაღდ გოლს რომ არ ჩაუთვლიდნენ, იმასაც კი არ განვიცდიდი.  იტალიაა, ერთხელ რომ დაიჩაგროს, არ დაეტყობა-თქო. ბალეშჩიკური ამბავია, განა სხვა რამისა. სხვისკენ ხარ. თან კიდევ, იცი, ძლიერი ვინაა და შენს გუნდს, რამე რომ იყოს, ვინ გადააყუდებს. მოკლედ, არ ვიყავი მაგათ მხარეს და...

დედოფალი
ჩანაწერი

დედოფალი

თანამედროვე ქართული პროზის კლასიკოსის გიო ახვლედიანის ეს დიდებული წერილი ჩვენს გაზეთში მაშინ დაიბეჭდა, როდესაც დედოფალმა 60 წლის იუბილე აღნიშნა… დრო კი საკმაოდ გავიდა, თუმც თავადაც დარწმუნდებით, ავტორის ლაზათიანი სიტყვა დღესაც საამო საკითხავია… საერთოდ, დედოფლად ყოფნა ძნელია. გარშემო იმდენი რამ იცვლება, დრო ისე გარბის, რომ ხშირად ადამიანი ვერც კი ასწრებს ყველაფრის შეთვისებას, გააზრებას, ამოცნობას. დედოფლებისთვის ეს...

ისევ ისე, ძველებურად ოჰ…
ჩანაწერი

ისევ ისე, ძველებურად ოჰ…

მეორე წელიწადი შესრულდა, რაც ამ სვეტს ვწერ და უნდა ვთქვა, რომ ორი წელიწადი გვარიანი დროა. როგორც ის სულგანათლებული იტყოდა, იცით, ეს ორი წელიწადი, რა წელიწადია? ბევრი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში ფეხბურთის მხრივ. საქართველოს ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ რამეები მაინც შესრულდა და აღსრულდა. მარტო ის რად ღირს, რომ სუნამონაპკურები იტალიის ნაკრები მოსკოვურ ტალახსა და ძანძახში...

თანხა
ჩანაწერი

თანხა

როგორია ქართული ფეხბურთი? იტყვიან, რომ დღეს ცუდია, გუშინ კი კარგი იყო. მაგრამ ამას სულაც არ ვგულისხმობ და ალბათ, კითხვაც ბუნდოვანი გამომივიდა. უკეთესი იქნებოდა მეკითხა, ვინ არის ქართველი ფეხბურთელი დღეს? რა სტატუსის კაცია? რას აძლევს მას ფეხბურთი და რას გაიღებს იგი ამ თამაშისათვის? სტატუსით ქართველი ფეხბურთელი პროფესიონალი არ არის, მაგრამ არც მოყვარულია. დღეს ჩვენს ფეხბურთს შუალედური...

არ გაფუჭდება
ჩანაწერი

არ გაფუჭდება

აგერ, ბიჭები ლაპარაკობდნენ და დიდი კამათი ატყდა მაიკლ ოუენის გამო. ჩვენებური გულშემატკივარი ალბათ იმითაც გამოირჩევა სხვა ქვეყნების ქომაგთაგან, რომ მომავალის განჭვრეტა უყვარს ხოლმე. ანუ, როცა სტადიონზე მიდის, იმდღევანდელი მატჩი თითქოს მოთავებულიც კი აქვს და უკვე იმას ფიქრობს, ხუთი თვის შემდეგ როგორ მოუგებს ნორვეგიას. ჩვენი ფეხბურთის ბედი ისეთია, რომ კაცმა სულ მომავალზე უნდა ილაპარაკოს, ვინაიდან დღევანდელობის...

ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი
ჩანაწერი

ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი

ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე – ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი დროების ღამისმთევლებს ვგავართ, უცნაურ გუშაგებს – ქალაქის გალავნის კოშკურებზე რომ ფხიზლობდნენ. აბა, ძმობილო, გაიხსენე...

ის
ჩანაწერი

ის

ყველა აქ შეკრებილა და ვინღა გვაკლია? გასაგებია ვინც. ის. ააა, უკვე აღარ გახსოვთ? გაგახსენებდათ თავს, აქ რომ იყოს. მსუბუქი პანიკა გადაურბენდა ყველას. ვერც მარიო ზაგალო იქნებოდა ასე თამამი. ვერც ბერტი ფოგთსი და გლენ ჰოდლი გაიბღინძებოდნენ აგრერიგად. ეჰ, ახლა რომ აქ იყოს, მინდორზე, მაგრამ მისი ამბავი დამთავრებულია. უკვე კარგახანია. თითქოს იბრძოდა, არ უნდოდა, უფრო სწორად კი...

დაანებეთ ჩემს ქვისლს თავი
ჩანაწერი

დაანებეთ ჩემს ქვისლს თავი

მოგეხსენებათ, საქართველომ ალბანეთს მოუგო, ლატვიელებმა კი იმ თავის ფიორდებზევე მიამარცხეს ნორვეგიის განთქმული გუნდი. ამ გამარჯვებამ გაახარა არა მხოლოდ ჩვენი ნაკრების უფროსობა, არამედ გულშემატკვირებიც. როგორც იტყვიან, ლატვიის ნაკრებმა კარგი საქმე „გაუკეთა“ საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით საბერძნეთ – სლოვენიის ფრეს ფონზე. საქართველო იმედოვნებს, რომ ლატვია საქართველოს ძმაა. საქართველო, ასევე, იმედონებს, რომ ლატვიას დაამარცხებს. ლატვიელთა მიერ ნორვეგიელთა ძლევა იმითაც...

ცივი და ცხელი გონებით
ჩანაწერი

ცივი და ცხელი გონებით

რაც არის არის, როგორც პარლამენტში იტყვიან, ცივი გონებით ვილაპარაკოთ. ჯერ ეს ერთი, რომ ცხელი გონებით არაერთხელ გამოგვითქვამს ტკბილი სიტყვები და ამას არანაირი სარგებელი არა ჰქონია და მეორეც – ასეთ შემთხვვაში ცივი გონება სჯობს. სულ დანომრილად მოგახსენებთ ყველაფერს: რა მომეწონა ძალიან მომეწონა ის ამბავი, რომ ალექსანდრე იაშვილი ალბათ მალე წავა საზღვარგარეთ და ამ ჭაობს მოწყდება. ძალიან...