„ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კიევის „დინამოს” 2:1 მოუგო, რის შემდეგაც გამარჯვებულთა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თქვა, რომ მის ფეხბურთელებს უბურთოდ თამაშის გაუმჯობესება მართებთ.
„თამაში კარგად დავიწყეთ. მეხუთე წუთზევე პენალტით გავხსენით ანგარიში და სხვა საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ ამის შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ კონტროლი დავკარგეთ. იყო მომენტები, როდესაც კიეველები ჩვენს კართან ხიფათს ქმნიდნენ, მაგრამ ფენომენალურად ითამაშა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა. მისი წყალობით მეტოქემ მეტი გოლი ვეღარ გაგვიტანა. საბოლოოდ მივიღეთ რთული 2:1, თუმცა ყველაზე მეტად ჩვენი უბურთოდ თამაში არ მომეწონა.
მე თუ მკითხავთ, პრობლემა ის არის, რომ ხანდახან პრესინგზე ვერ გადავდივართ, ხოლო თუ გადავდივართ, უკან სივრცეები გვრჩება. თუ ჩვენ პრესინგს ვთამაშობთ, ამაში ყველა ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას, შესაბამისად დაცვა მაღლა ადის და აი, იქ იქმნება პრობლემები.
მეტოქე კი კარგად თამაშობდა და ხიფათს ქმნიდა” — თქვა კუმანმა Movistar-თან ინტერვიუში.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, კი, რომელიც მოედანზე მუხლის ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა, 6 დარტყმა მოიგერია.
კუმანი: „მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მეკარეა. მარკმა სრული დატვირთვით მხოლოდ ერთი კვირა ივარჯიშა და ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ როგორ ფორმაშია ის დღეს; რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
