რუმინულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაარვცელეს ინფორმაცია, რომ 23 ივლისს კიევის „დინამოში“ დანიშნული მირჩა ლუჩესკუ სამსახურიდან გაანთავისუფლეს, თუმცა ჯერ ეს არავის დაუდასტურებია…
ლუჩესკუ ცნობილი დონეცკის „შახტარში“ მუშაობით გახდა, სადაც 12 წელი იმუშავა. დონბასური გუნდი „დინამოს“ მოსისხლე მტრად ითვლება, ამიტომაც კიეველ ულტრასებს მისი გუნდში დანიშვნა არ ესიამოვნათ. მეტიც, მისი დანიშვნა „თვალში ნაცრის შეყრად“ მიიჩნიეს და დიდ გამოსვლებს აანონსებდნენ. „დინამოს“ სტადიონის მიმდებარედ ლეგენდარული ვალერი ლობანოვსკის ძეგლს სიმბოლურად თვალებზეც კი ააფარეს, დიდი მწვრთნელი რ უნდა ხევდეს, ახლა რაც მის საყვარელ გუნდში ხდებაო…
ოთხი დღის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკებები ულტრასებს, „დინამოს“ ხელმძღვანელობასა და ახალ მწვრთნელს შორის.
„ყველაფერი ნორმალურად არის. „დინამოს“ მწვრთნელი ჰყავს“, – განაცხადა სურკისმა ბოლო მოლაპარაკების შემდეგ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
