უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: „ლივერპულის“ 31 წლის მცველი დეიან ლოვრენი პეტერბურგის „ზენიტში“ გადავიდა. ინფორმაციას რუსული კლუბის საიტი ავრცელებს. ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერი რუსებს 8-დან 12 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ, თავად ლოვრენი კი სამწლიანი კონტრაქტის თანახმად წლიურად 2,5 მილიონს მიიღებს.დეიან ლოვრენი „ლივერპულში“ 2014 წელს გადავიდა და ექვს სეზონში 185 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი). ხორვატი ჩემპიონთა ლიგის შარაშანდელი გამარჯვებულია, წლულს კი, მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონიც გახდა. ამას გარდა, ლოვრენი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.
თითქოს ყველაფერი წესრიგშია: ნორმალური ხელფასი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებულია, მაგრამ მერე? მანჩესტერის და ლონდონის შემდეგ უფასა და ორენბურგში მოყინულ ან ხელოვნურსაფარიან მოედანზე ბურთაობა ხორვატისთვის სერიოზული გამოცდა იქნება.
