ოსმან დემბელემ ოთხშაბათს „რომასთან“ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენის“ მეორე გოლი გაიტანა, პენალტი შეაგდო. ამ გოლით 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატმა თავის გუნდს გამარჯვება ვერ მოუტანა (2:2), მაგრამ კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირობისკენ გადადგა ნაბიჯი. ახლა ის მესამეა.
ეს იყო დემბელეს მე-7 საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში ამ შეჯიბრებაში – 4 გოლი და 3 საგოლე პასი.

„რომას“ კარში გატანილი გოლი ფრანგი თავდამსხმელისთვის გამოდგა 22-ე, რომელიც მან პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში გაიტანა. ამდენივე აქვს გატანილი ნეიმარს.
საინტერესოა, რომ დემბელეს და ნეიმარს 22 გოლის გასატანად დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის თამაში დასჭირდათ: ბრაზილიელს 41, ხოლო ფრანგს 43.
ვინ უსწრებს დემბელეს? ედინსონ კავანი (30 გოლი) და რასაკვირველია კილიან მბაპე (42). დემბელეს ამოცანა ახლა მათი შედეგების გაუმჯობესებაა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ დემბელეს კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 07:37დემბელე რეკორდისკენ მიიწევს
აქეთურ-იქითური26/11/2026 | 08:54კვარას და დუეს გარეშე
სიახლეები26/11/2026 | 08:04ფაქტობრივად ქართველების გარეშე
აქეთურ-იქითური25/11/2026 | 09:41ბაქოში ბარსას აგინეს
