ჟოზე მოურუნიუ როყიო კაცია, სათქმელს პირდაპირ ამბობს. ამჯერად, მას ჩემპიონთა ლიგაში „რეალისა“ და „ეინდჰოვენის“ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ბოლო დროს მოხშირებულ ვარსკვლავთა ტრავმებზე ჰკითხეს. ეს თემა განსაკუთრებით მას მერე გააქტიურდა, რაც პარი სენ ჟერმენს დეზირე დუე, ხოლო ბაიერნს ჰარი კეინი დაუშავდნენ. ქართველი გულშემატკივრის სამწუხაროდ ოქტომბრის ბოლოს დიდი ხნით გამოაკლდა მოედანს ხვიჩა კვარაცხელიაც.

„თუ ფულის შოვნა გინდა, ბევრიც უნდა იმუშაო და გარისკო კიდეც. ასეთია ცხოვრება. ხოლო თუ ფეხბურთელი გადატვირთული კალენდრის გამო გაფიცვას აპირებს, ჩვენ მას 50%-ით ნაკლებს გადავუხდით. ფული მნიშვნელოვანი ფაქტორია. უნდა შეეგუო და სირთულეებს უნდა გაუძლო, – თქვა „განსაკუთრებულმა“ ერთგვარი ირონიით, თუმცა ფინანსური ფაქტორის მერე კლუბებსა და ნაკრებებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტიც ახსენა, – კლუბებში აინტერესებთ, რა საჭიროა ამდენი ეროვნული გუნდი, ამდენი მოგზაურობა და ეს ერთა ლიგა, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. ნაკრებების მწვრთნელებისთვის კი მათი შეჯიბრებები ფუნდამენტალურია. ეს შეჯიბრებები ძალიან მნიშვნელოვანია ფედერაციების ფინანსური მენეჯმენტისთვისაც. მოკლედ, ჩვენს წინაშეა კონფლიქტი, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ფულთან მიდის“.
დაძაბულობა ევროპელი და ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელების პრობლემამ გამოიწვია. პროფესიონალ ფეხბურთელთა პროფკავშირი FIFPRO ბოლო დროს ჩივის, რომ სეზონებს შორის დასვენება სულ უფრო და უფრო მცირდება, ხოლო ახალგაზრდა ფეხბურთელებს უკიდურესი დატვირთვების გაძლება უწევთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/11/2026 | 07:08მოურინიუ: ბევრი ფული თუ გინდა კიდეც უნდა დაშავდე
აქეთურ-იქითური23/11/2026 | 09:35ბარკოლა უკმაყოფილოა
სიახლეები23/11/2026 | 08:17ჟორჟი არ ჩანდა
მთავარი ამბავი23/11/2026 | 07:03დუეს ოპერაცია ელის
