ნინუას რომ გაეტანა…

ნინუას რომ გაეტანა…

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ტიტულის ორმა მაძიებელმა ქულები დაკარგა. „დინამომ“ „კლასიკოში“ „ტორპედოს“ ვერ მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა კიდეც ქუთაისელთა ხორვატი ნახევარმცველის დინო სკორუპის ადრეული გოლის კვალად, მართალია ჰალიდ დოლტმურზიევმა გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ ნიკა ნინუამ პენალტი ვერ გაიტანა, ვერაფერი მოუხერხა შესანიშნავად მოთამაშე სტუმართა მეკარე, ოთო გოშაძეს. შედეგად უმნიშვნელოვანესი ქულებიც დაკარგა და მწვრნელი, თემურ ქეცბაიაც ერთობ გააწბილა.

„რუსთავი“ ბათუმში 1:2 დამარცხდა, ზღვისპირელებმა გადამწყვეტი ბურთი მეორე დამატებულ წუთზე გატანეს. მასპინძელთა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კი თქვა, მეტოქე გვჯობდაო.

ახლა „ბათუმს“ 62 ქულა მოუგროვდა და ლიდერ „იბერიას“ ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს. 56-ქულიანი „რუსთავი“ მეოთხე ადგილზე დგას. 59-ქულიანი თბილისის „დინამო“ მესამეზეა.

საინტერესო გახლდათ აუტსაიდერ „მეშახტეს“ „სპაერთან“ სტუმრად 3:2 გამარჯვება. ამისდაკვალად, კახა ჩხეტიანის გუნდმა ელიტაში ჯერჯერობით ადგილი შეინარჩუნა, რადგან უშუალო კონკურენტ „გაგრას“ 8 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონატის დასრულრბამდე კი სამი ტური დარჩა.

გაგრა 2:3 დილა

0:1 დიუფი (30), 1:1 გოშთელიანი (33), 1:2 დიუფი (44), 2:2 სილვა (54 პენ), 2:3 ფარულავა (63)

სპაერი 2:3 მეშახტე

1:0 სამხარაძე (13 პენ), 1:1 ცოტნე ფაცაცია (32), 2:1 ცეცხლაძე (56), 2:2 ცოტნე ფაცაცია (63), 2:3 გაბისკირია (67)

დინამო 1:1 ტორპედო

0:1 სკორუპი (8), 1:1 დოლტმურზიევი (76)

სამგურალი 0:1 იბერია

0:1 კუცია (17)

გაძევება:  სირაძე (33) – სამგურალი

ბათუმი 2:1 რუსთავი

0:1 პარკაძე (55), 1:1 კალანდარიშვილი (89 პენ), 2:1 მარა (90+2)

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.