ჭდე: თემურ ქეცბაია

Home თემურ ქეცბაია
ბათუმი აღარ ხუმრობს
ჩანაწერი

ბათუმი აღარ ხუმრობს

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ცხრილში „ორხელისუფლებიანობა“ დამყარდა. „რუსთავმა“ და „ბათუმმა“ 43-43 ქულა დააგროვეს, თუმცა რუსთაველები დამატებითი მაჩვენებლით ლიდერობენ. მათმა უშუალო კონკურენტებმა „დინამომ“ და „იბერიამ“ კი ნაკლები მატჩები ჩაატარეს, შესაბამისად კი 39 და 37 ულა აქვთ. „ბათუმმა“ სწორედ „იბერიას“ სძლია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი სწორ გზაზე დგას. ეს ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება...

ინტრიგა ინტრიგად…
ჩანაწერი

ინტრიგა ინტრიგად…

თბილისის „დინამოს“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერების კარგი შანსი მიეცა. უშუალო კონკურენტ „რუსთავს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა, ვაკეში „მიხეილ მესხზე“ მასპინძლობდა და წარმატების შემთხვევაში სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცეოდა. მაგრამ ინტრიგა ინტრიგად დარჩა, სტუმრებმა ყველა კომონენტში აჯობეს მასპინძლებს, 3:0 დაამარცხეს, დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს და ლიდერობა განიმტკიცეს. გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავად გამოიყურება,...

დინამო მუზეუმში
ჩანაწერი

დინამო მუზეუმში

ერთიხანობა ვამბობდი, სანამ დროა თბილისის დინამო როგორც მოქმედი კლუბი გავაუქმოთ, ეროვნულ საგანძურად გამოვაცხადოთ და არსებობა მუზეუმში გააგრძელოს-მეთქი. წარმოიდგინეთ თანამედროვე მუზეუმი – თუნდაც დიღმის ბაზაზე – სადაც დაცული იქნებოდა ყველაფერი, რაც საბჭოთა პერიოდის ქართული ფეხბურთის დიდებასთან იყო დაკავშირებული. იქ იქნებოდა დარბაზი ვეებერთელა მონიტორით. იქ იქნებოდა შენახული დიდი ვარსკვლავების ინტერვიუები, ძველი თამაშების კადრები და თუ კიდევ არსებობს მთელი...

იბერია ისევ ლიდერია   
ჩანაწერი

იბერია ისევ ლიდერია   

მე-19 ტურში „იბერია“ ისევ გალიდერდა ეროვნულ ლიგაში. ასე რომ, დებიუტანტმა „რუსთავმა“ მხოლოდ ერთი ტურით იპირველა. იბერიელებმა 9 კაცით ჩაამთავრეს აუტსაიდერ „მეშახტესთან“ თამაში. არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ ჯერ ვახო ბედოშვილი დაითხოვა მოედნიდან, შემდეგ პაატა ღუდუშაური. ორივემ ორ-ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ამის მიუხედავად, „იბერიამ“ მაინც იმარჯვა. ჯერ (უკვე უმცირესობაში) ნიკოლოზ დადიანმა გახსნა ანგარიში. 4 წუთში იბერიელთა ყოფილმა მთავარმეგოლემ,...

ქეცბამ მეორედ წააგო
ჩანაწერი

ქეცბამ მეორედ წააგო

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ ახალწვეულ „სპაერს“ 17 წლის ქართული ფეხბურთის იმედის, ანდრია ბართიშვილის პენალტით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა. ეს ბართიშვილის მეორე გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. კიდევ ორი მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გაიტანა. ქულების დაკარგვის მიუხედავად, „იბერია“ 31 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს და  ორი პუნქტით უსწრებს „რუსთავს,“ რომელმაც ზედიზედ მეორე თამაში მოიგო,...

ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
ჩანაწერი

ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ტორპედომ“ კლასიკოში 1:0 მოუგო „დინამოს“, ლიდერმა „იბერიამ“ კი „სამგურალთან“ წააგო სტუმრად 2:3 და ახლა უშუალო მდევარ ქუთაისელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამომ“ მე-7 მატჩი ჩაატარა და პირველად დამარცხდა. სასიამოვნო ის იყო, რომ ნელ-ნელა ჩვენი ჩემპიონატის შეხვედრებს მაყურებელი ემატება. კლასიკოს წინ „დინამო არანას“ სალაროებთან მცირე რიგებიც კი...

წახვალ, ვილი ???
ჩანაწერი

წახვალ, ვილი ???

საქართველოს ნაკრებს ბევრჯერ წაუგია… წაუგია დიდი ანგარიშით… წაუგია უსიტყვოდ და უილაჯოდ… წააგო გუშინაც… წააგო ისე, რომ მოგების იმედიც არავის ჰქონია… პირველ ტაიმში ანგარიში უკვე 0:3 იყო. შესვენებაზე კი აბა რა მეკეთებინა, მეხსიერების უჯრედები შევატოკე და ამოტივტივდა – ჩვენები შინ, თბილისში, ისტორიაში მეექვსე მატჩს აგებდნენ დიდი ანგარიშით. შესვენების შემდეგ სამ მიღებულ გოლს ერთიც დაემატა და მივიღეთ...

…სამაგიეროდ, გოლი იყო მაგარი
ჩანაწერი

…სამაგიეროდ, გოლი იყო მაგარი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზონში მეორე ტურის მატჩი კვიპროსში გამართა და 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს, 28-ე წუთზე კი უპირატესობა ორამდე გაზარდეს. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს შეამცირა – გოლი კი ლამაზი გამოვიდა, კუთხურის მოწოდების შემდეგ მატვეევამ ბურთი ქუსლით საჯარიმოში გაგზავნა, იქ კი დანელიამ თავურით გადაგზავნა კარში. მეორე ტაიმში ქართველი...

ფეხბურთის ფედერაციის ბოიკოტი… ფეხბურთს
ჩანაწერი

ფეხბურთის ფედერაციის ბოიკოტი… ფეხბურთს

„სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოებაზე (1993 წლიდან), რომელზეც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი დაჯილდოვდნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არც ერთი ხელმძღვანელი არ მოვიდა. დაჯილდოებას ამით არაფერი დაჰკლებია. უბრალოდ უცნაურია ასეთი არყოფნა. სხვათა შორის, ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი „სარბიელის“ ჯილდოს ორ-ორგზის მფლობელები არიან. სხვა თუ არაფერი, დაჯილდოებაზე მოვიდნენ ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თემურ ქეცბაია,...

ესპანელების აზრით ქეცბაიამ იჩქარა
ჩანაწერი

ესპანელების აზრით ქეცბაიამ იჩქარა

კვიპროსის ნაკრების ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა, რაც ესპანური პრესის აზრით თამამი განცხადებაა. ეტყობა თავიანთი ეროვნული გუნდი ასეთად არ მიაჩნიათ. თითქმის ერთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც „ლა როხამ” ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან პენალტებში წააგო. ახლა გუნდს ლუის დე ფუენტესი წვრთნის, რომელმაც „ლა როხა” ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. შესარჩევი...