ჭდე: თემურ ქეცბაია

Home თემურ ქეცბაია
ასე ვერ გავფრინდებით…
ჩანაწერი

ასე ვერ გავფრინდებით…

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაიბრიყვა და შინ 4:0 მოუგო. არადა, პირველი ტაიმი ისეთი იყო, ჩვენები იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ, ამხელა სხვაობას ვერავინ იფიქრებდა. შესვენების შემდეგ ოთარ კიტეიშვილი სწრაფი გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს თითქოს სუნთქვა გაეხსნა. ჩვენები უფრო მარტივად ათამაშდნენ და მომენტების გამოყენებაც არ დაიზარეს… თუმც ეს ყველაფერი იქნებ კვიპროსელთა უნიათობის ფონზეც ჩანდა...

ვილი, თემური და ქულები…
ჩანაწერი

ვილი, თემური და ქულები…

15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში კვიპროსს დაუხვდება. სტუმრებს ქართველი მწვრთნელი ჰყავთ – თემურ ქეცბაია. მატჩის წინ კი, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის თავკაცმა ისაუბრა. „ტაილანდთან მატჩის დასაწყისი და პირველი ტაიმი კარგი იყო. თუმცა, კვიპროსთან თამაში სხვანაირი იქნება, რადგან მეტოქე საშუალო ევროპული გუნდია. მინდა ჩემმა გუნდმა ისეთივე ინტენსივობით ითამაშოს, როგორც ტაილანდთან. თამაშით კმაყოფილნი დარჩნენ...

სანიოლი მხოლოდ შედეგმა გაახარა, ქეცბაია კვიპროსელებზე განაწყენდა…
ჩანაწერი

სანიოლი მხოლოდ შედეგმა გაახარა, ქეცბაია კვიპროსელებზე განაწყენდა…

მას შემდეგ, რაც ვილის სანიოლი საქართველოს ნაკრებს უდგას სათავეში, იშვიათად გვინახავს ისეთ კარგ განწყობაზე, როგორც ეს ლარნაკაში კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ იყო, ფრანგი სპეციალისტი პრესკონფერენციაზე შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ და ჩვენს კითხევბსაც ხალისით პასუხობდა. „საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული გუნდია და მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს. გამარჯვებით გახარებულები ვართ, მაგრამ არა თამაშის ხარისხით....

ქეცბაია თარჯიმანი და… მწვრთნელი
ჩანაწერი

ქეცბაია თარჯიმანი და… მწვრთნელი

17 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს ეთამაშება. ლარნაკაში თამაშისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და ეს ქუჩაში გამოსვლისთანავე იგრძნობა. სხვათა შორის ადგილობრივი გულშემატკივარები და ჩვენი კოლეგებიც გაკვირვებული არიან, რატომ გადაწყდა საქართველოსთან თამაშის ლარნაკში ჩატარება, რამეთუ, ნიქოზიასა და ლიმასოლში გაცილებით დიდი ტევადობისა და უფრო ახალი სტადიონებია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ყურადღების...

3:0 და 3:0
ჩანაწერი

3:0 და 3:0

ევრო 2024-ის შესარჩევი საქართველოსთვის ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენს ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა და ორივეში ფავორიტებმა იმარჯვეს და ორივეში ერთნაირი ანგარიშით. ესპანეთის ნაკრები შინ ჩვენს მომავალ მეტოქეს, ნორვეგიის ნაკრებს დაუხვდა და 3:0 მოუგო. ანგარიში მე-13 წუთზე დანი ოლმომ გახსნა. საათზე მეტი ტაბლოზე ეს ანგარიში ენთო, ვიდრე ხოსელუმ 2 წუთში დუბლი არ შეასრულა. ასეთივე ანგარიშით შოტლანდიელებმა...

ქეცბაია კვიპროსზე დაამტკიცეს
ჩანაწერი

ქეცბაია კვიპროსზე დაამტკიცეს

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები ჩაიბარა. ჩვენებური კონტრაქტით მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე იმუშავებს, თუმც წარმატების შემთხვევაში საქმეს გააგრძელებს. საინტერესოა, რომ აქვე გეტყვით, რომ თემურს კვიპროსელების გაწვრთნა-მომზადებაში სოსო ჭედია და ფიზიოთერეპევტი როლანდ ხვადაგიანი დაეხმარებიან. ქეცბაიას დებიუტი 24 სექტემბერს ექნება, როცა კვიპროსელები ერთა ლიგის ეგიდით ბერძნებს უმასპინძლებენ და თუ დაამარცხებენ საჩვენო საქმეს გააკეთებენ. საბერძნეთი ხომ...

ქეცბაიას ინგლისი უნდა
ჩანაწერი

ქეცბაიას ინგლისი უნდა

გავრცელებული ცნობებით, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, შესაძლოა, ინგლისური „უოტფორდის“ თავკაცი გახდეს. მიმდინარე სეზონში „უოტფორდს“ აღარაფერი უშველის და პრემიერლიგიდან დაქვეითდება. შედეგად, მომავალ სეზონს ჩემპიონშიფში დაიწყებს. გუნდის მფლობელებს კი ეს ნამდვილად არ მოსწონთ. „უოტფორდმა“ სახელი იმითიც გათქვა, რომ ბოლო სამ წელიწადში ექვსი მწვრთნელი გამოიცვალა. მათ შორის ჩისკო მუნიოსი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი. ახლაც სამი კანდიდატი...

მბაპე – პირველი შევჩენკოს შემდეგ
ჩანაწერი

მბაპე – პირველი შევჩენკოს შემდეგ

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ მწარე ალიყური გააწნა „ბარსელონას“. საკუთარ მოედანზე 1:4 წაგება ერთია და ესპანური გრანდი (ისევე, როგორც მისი ლიდერი) საკუთარ თავს არ ჰგავდა. „კამპ ნოუს“ ნამდვილი მეფე წუხელ კილიან მბაპე იყო. ყველაზე მეტი დარტყმა (6), ზუსტი დარტყმა (4), შექმნილი მომენტები (6), საჯარიმოში ბურთის მიღება (10) და რაღა თქმა უნდა, ჰეთ-თრიკი. მბპემდე ჩემპიონთა ლიგაში „კამპ...

ლევან, წადი… პოლიტიკაში
ჩანაწერი

ლევან, წადი… პოლიტიკაში

ბევრი არაა ისეთი ფეხბურთელი, ვისი პროფესიონალიზმიც სხვებს მაგალითად შეგიძლია დაუსახო. მე რომ მკითხო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ეპოქაში სულ ორი ხელის თითებზე ჩამოითვლება – კალაძეს, ცხადაძეს, ქეცბაიას, არველაძეებს ჩემი პატივისცემა, მაგრამ ეს წერილი სხვებზეა. ეს იმ ბიჭზეა, პირველი ინტერვიუ 25 წლის წინ რომ ჩამოვართვი, „ალანიაში“ ელოდნენ და „ბარსელონაზე“ ოცნებობდა. „ბარსაში“ ვერა, მაგრამ გერმანულ ბუნდესლიგაში კი დატოვა...

ქეცბაიასთან კორონაა
ჩანაწერი

ქეცბაიასთან კორონაა

საქართველოს ნაკრებს 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს გასამართი ჩრდილოეთ მაკედონიასთან. გუნდები ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზურს გაითამაშებენ. ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია, მაგრამ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. საქმე ის არის, რომ კვიპროსულ „ანორთოსისში“, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის და საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელი თამაშობს, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ ვინ...