წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად თბილისში ოთხი გუნდი შეიკრიბა და ორი საუკეთესო ამ პრესტიჟულ ტურნირზე მოხვედრას შეეცდება.
საამისოდ, საქართველოს ჩემპიონმა „ა-პოლო სპორტ მენეჯმენტმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან პირველ ტურში მონტენეგროს „ბუდვა“ 19:16 დაამარცხა.
საინტერესო მატჩი გამოდგა: პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, მეორეში „ბუდვამ“ იმარჯვა და დიდ შესვენებას ერთბურთიანი უპირატესობით შეხვდა; მესამე მეოთხედის შემდეგ ერთი ბურთით უკვე ჩვენი გუნდი იგებდა; „ა-პოლომ“ კიდევ უკეთესად ითამაშა დასკვნითი პერიოდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დრასკოვიჩის კარგი თამაში, რომელმაც მონტენეგროელებს ექვსი ბურთი გაუტანა. მეორე მატჩში იტალიურმა „ბრეშამ“ ესპანურ „საბადელს“ 16:15 სძლია. მოერე ტურში „ა-პოლო“ სწრედ „ბრეშას“ეთამაშება.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:12ა-პოლომ ლიგას გახედა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
