სუპერლიგის ჩემპიონი „ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი რუმინული „ორადეასთან“ 77:93 დამარცხდა. რუმინელებმა თავიდანვე იგდეს ხელთ უპირატესობა და დიდ შესვენებაზე სოლიდური სხვაობით გავიდნენ – 55:37.
ზღვისპირელებმა მესამე პერიოდის დასაწყისი 13:1 მოიგეს და სხვაობა ექვს ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი – შემდეგ ისევ მეტოქემ იძალა და ბათუმიც FIBA-ს ევროპის თასზე გადაერთვება.
ევროპის თასზე „ბათუმი“ A ჯგუფში მოხვდა, სსადაც მეტოქეებად „ტრეპჩა“ (კოსოვო), „პრომითეასი“ (საბერძნეთი), „ოპავა“ (ჩეხეთი), „ტრირი“ (გერმანია) და „სპლიტი“ (ხორვატია) ეყოლება.
ჯგუფური ეტაპი 6 ოქტომბერს დაიწყება და 23 დეკემბერს დასრულდება. შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
