US Open ელენა რიბანიკას ტრიუმფით დასრულდა – ყაზახმა ჩოგბურთელმა ფინალში არინა საბალენკა 6:4; 5:7; 6:2 დაამარცხა და ტიტულთან ერთად რეიტინგის პირველი ნომრობაც ჩამოართვა.
რიბაკინას პირველი ნომრობა კი გასაკვირი სულაც არ არის. ყაზახმა საბალენკას წელს მეორე დიდი სლემის ფინალი მოუგო. პირველი ავსტრალიის ღია პირველობა იყო.
წუხანდელი ფინალი საინტერესო და დაძაბული გამოდგა: პირველი სეტის ბედი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც რიბაკინამ ბელარუსს მეხუთე გეიმში წაართვა. მეორე სეტში ჩოგბურთელები უშეცდომოდ აწვდიდნენ. საბალენკას ბრეიკის წაღების შანსი მე-10 გეიმში გაუჩნდა, ორმაგი სეტ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ საბალენკამ მხოლოდ მე-12 გეიმში იძალა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი სრულად რიბაკინასი იყო. ყაზახმა არინას ჩაწოდებები მესამე და მეშვიდე გეიმებში წაართვა და კარიერაში მესამე დიდი სლემის ტიტულს დაეუფლა. 27 წლის ჩოგბურთელს წლევანდელი ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობების გარდა, 2022 წელს უიმბლდონიც აქვს მოგებული.
ჰო, რიბაკინამ დიდი სლემის ტურნირების ისტორიაში ყველაზე მაღალი საპრიზო თანხა აიღო – 5,5 მილიონი დოლარი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
