ევრო 2024-ის შესარჩევი საქართველოსთვის ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენს ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა და ორივეში ფავორიტებმა იმარჯვეს და ორივეში ერთნაირი ანგარიშით.
ესპანეთის ნაკრები შინ ჩვენს მომავალ მეტოქეს, ნორვეგიის ნაკრებს დაუხვდა და 3:0 მოუგო. ანგარიში მე-13 წუთზე დანი ოლმომ გახსნა. საათზე მეტი ტაბლოზე ეს ანგარიში ენთო, ვიდრე ხოსელუმ 2 წუთში დუბლი არ შეასრულა.
ასეთივე ანგარიშით შოტლანდიელებმა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი დაამარცხეს. მაკგინმა აქ ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა. სქოთებმა სოლიდური სხვაობა მხოლოდ მატჩის ბოლოს დააფიქსირეს – მაკტომინეიმ 87-ე და 93-ე წუთებზე ორჯერ დაამწუხრა კვიპროსელები.
ჩვენს ჯგუფში მომდევნო ტური 28 მარტს გაიმართება: საქართველო ნორვეგიას უმასპინძლებს, ხოლო შოტლანდია შინ ესპანეთს დაუხვდება.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
