ჭდე: ესპანეთი

Home ესპანეთი
კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
ჩანაწერი

კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!

კაპე ვერდემ ისტორია შექმნა. „ლურჯმა ზვიგენებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში საუდის არაბეთთან 0:0 ითამაშეს და მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ. ფიფას ონლაინ რეიტინგში 64-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა (საქართველო 73-ე პოზიციაზეა) ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაიზე ერთი ქულით მეტი მოიპოვა და 3 ივლისს მაიამიში არგენტინას შეხვდება. რაკი H ჯგუფის გუნდებზე ვლაპარაკობთ დავძინოთ, რომ...

ესპანეთთან ოცდამერვე
ჩანაწერი

ესპანეთთან ოცდამერვე

რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატმა, როგორც იქნა, საქართველომდე მოაღწია – შაბათს, მიმდინარე გათამაშებაში პირველად, საქართველოს ბორჯღალოსნები მშობლიურ „ავჭალაზე“ ითამაშებენ. „ა“ ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი 15 საათზე დაიწყება და მარკო ბორტოლამის ბიჭების მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. ორივე გუნდმა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და შაბათის ჯახი მხოლოდ იმას დაადგენს, თუ ვინ ითამაშებს ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე და...

რაა გასაკვირი – ესპანეთი!
ჩანაწერი

რაა გასაკვირი – ესპანეთი!

მორჩა, ყველაფერი ლოგიკურად მორჩა! ევროპის თასი ჩაიბარა გუნდმა, რომელმაც ეს ტიტული ყველაზე მეტად დაიმსახურა – ესპანეთის ნაკრები ხომ ევრო 2024-ზე მართლაც უკონკურენტო იყო. ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ, ისიც მასპინძელ გერმანელებთან დააყენეს ეჭვქვეშ, თუმც ის მატჩიც ისეთ მაღალ დონეზე ჩაატარეს, დამატებითი დროის ბოლო წუთზე მოგებაც ალალი იყო. ფინალში, ცხადია,...

უნიკალური ამბავი
ჩანაწერი

უნიკალური ამბავი

ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი კი გახდა პირველი გუნდი ევროს ისტორიაში, რომელმაც ერთ ტურნირზე ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას (3:0), იტალიას (1:0) და ალბანეთს (1:0) მოუგო. მერვედფინალში ესპანელებმა საქართველო დაამარცხეს (4:1), მეოთხედფინალში კი...

ესპანეთის ნაკრებმა ევროფინალების რაოდენობით სსრკ-ს და იტალიას გაუსწრო
ჩანაწერი

ესპანეთის ნაკრებმა ევროფინალების რაოდენობით სსრკ-ს და იტალიას გაუსწრო

ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ამგვარად, „ფურია როხა“ ევროპის მეორე გუნდი გახდა ტურნირის ფინალში გასვლების რაოდენობით. ესპანელებისთვის ეს მეხუთე ფინალია, საიდანაც სამში იმარჯვეს. ესპანელებმა ამ მაჩვენებლით აჯობეს სსრკ-ის და იტალიის გუნდებს, რომლებსაც  შესაბამისად ოთხ-ოთხი ფინალი აქვთ ევროს ნათამაშები. რეკორდსმენი კი გერმანიის ნაკრებია, რომელმაც ექვს ფინალში სამჯერ...

3:0 და 3:0
ჩანაწერი

3:0 და 3:0

ევრო 2024-ის შესარჩევი საქართველოსთვის ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენს ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა და ორივეში ფავორიტებმა იმარჯვეს და ორივეში ერთნაირი ანგარიშით. ესპანეთის ნაკრები შინ ჩვენს მომავალ მეტოქეს, ნორვეგიის ნაკრებს დაუხვდა და 3:0 მოუგო. ანგარიში მე-13 წუთზე დანი ოლმომ გახსნა. საათზე მეტი ტაბლოზე ეს ანგარიში ენთო, ვიდრე ხოსელუმ 2 წუთში დუბლი არ შეასრულა. ასეთივე ანგარიშით შოტლანდიელებმა...

პიკე საკუთარ კლუბში
ჩანაწერი

პიკე საკუთარ კლუბში

„ბარსელონასა“ და ესპანეთის  ნაკრების ყოფილმა მცველმა ჟერარ პიკემ, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა გააგრძელოს. მოსალოდნელია, რომ 35 წლის ესპანელი კლუბ „ანდორას“ მაისურას მოირგებს, რომლის მფლობელი თავადაა. ერთადერთი რამაც მას შეიძლება ხელი შეუშალოს, ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ფინანსური წესებია. სწორედ მეორე დივიზიონში თამაშობს „ანდორა“ და 21 მატჩის შემდეგ, 29 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. პიკემ ფეხბურთელის კარიერა 2022...

პარალელური შანსები
ჩანაწერი

პარალელური შანსები

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპს დღეს E და F ჯგუფების ოთხი გუნდი მოილევს, ოთხიც – შინ გაემგზავრება. კანადის გარდა ყატარში დარჩენის შანსი ყველა გუნდს აქვს, თუმც ამისთვის საჭიროა, რომ… E ჯგუფი იაპონია – ესპანეთი (23:00) კოსტა რიკა – გერმანია (23:00) – ესპანეთი გავა ფლეი ოფში, თუ არ წააგებს, ან პარალელურ მატჩში იქნება ფრე. თუ ესპანეთი წააგებს,...

ერთა ლიგა ნიდერლანდებში
ჩანაწერი

ერთა ლიგა ნიდერლანდებში

ერთა ლიგის 2023 წლის ფინალურ ეტაპს ნიდერლანდები უმასპინძლებს, თამაშები როტერდამსა და ენსხედეში გაიმართება. მატჩების ჩატარება გაისად ზაფხულშია დაგეგმილი. 14-15 ივნისს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო 18 ივნისს მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 2023 წლის იანვარში ჩატარდება, კონკრეტული თარიღი მოგვინაებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ტიტულისთვის ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია და ესპანეთი იბრძოლებენ. ტურნირის ბოლო...

ვიწყებთ ჰოლანდით, ვაგრძელებთ თემურით…
ჩანაწერი

ვიწყებთ ჰოლანდით, ვაგრძელებთ თემურით…

9 ოქტომბერს ფრანკფურტში ევრო 2024-ის წილისყრა გაიმართა, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებები იქნებიან. ცნობილია გათამაშების კალენდარიც, საქართველოს ნაკრები შესარჩევ ტურნირს თბილისში, ნორვეგიის ნაკრებთან მატჩით გახსნის – 28 მარტს ერლინგ ჰოლანდსა და კომპანიას ვუმასპინძლებთ. ტურნირს კი 19 ნოემბერს ესპანეთთან სტუმრად ჩატარებული მატჩით დავასრულებთ. 28 მარტი, 2023 საქართველო-ნორვეგია; 17...