მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპს დღეს E და F ჯგუფების ოთხი გუნდი მოილევს, ოთხიც – შინ გაემგზავრება. კანადის გარდა ყატარში დარჩენის შანსი ყველა გუნდს აქვს, თუმც ამისთვის საჭიროა, რომ…
E ჯგუფი
იაპონია – ესპანეთი (23:00)
კოსტა რიკა – გერმანია (23:00)
– ესპანეთი გავა ფლეი ოფში, თუ არ წააგებს, ან პარალელურ მატჩში იქნება ფრე. თუ ესპანეთი წააგებს, ხოლო მეორე მატჩში გერმანია მოიგებს, მაგრამ არა დიდი ანგარიშით, ესპანელები ასევე აღმოჩნდებიან მერვედფინალში.
– მერვედფინალში გასასვლელად იაპონიას სჭირდება ესპანეთის დამარცხება, ან ფრეც ეყოფა თუ: კოსტა რიკა ვერ მოიგებს; გერმანია ვერ მოიგებს ორი (ან მეტი) ბურთის სხვაობით და ვერ გაიტანს უფრო მეტს, ვიდრე იაპონია.
– კოსტა რიკა გავა მერვედფინალში, თუ მოუგებს გერმანიას ან ფრედ ითამაშებს, ხოლო ესპანეთი მოუგებს იაპონიას.
– თუ გერმანია კოსტა რიკას რვა ბურთით დაამარცხებს, ნებისმიერ შემთხვევაში აღმოჩნდება ფლეი ოფში.
F ჯგუფი
ხორვატია – ბელგია (19:00)
კანადა – მაროკო (19:00)
– ხორვატია გავა ფლეი ოფში, თუ არ წააგებს; ან თუ წააგებს ნაკლები სხვაობით, ვიდრე მაროკო პარალელურ შეხვედრაში.
– მაროკოსთვის საკმარისია არ წააგოს კანადასთან და გუნდი 1/8 ფინალში იქნება. მაგრამ თუ წააგებენ, ხოლო ხორვატია ორი ბურთით მეტი სხვაობით წააგებს. მერვედფინალში მაინც აფრიკელები გავლენ.
– ბელგიას ჯგუფიდან გასასვლელად მოგება სჭირდება; ან ფრეც ეყოფა, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება მაროკოს დიდი ანგარიშით მარცხი.
– კანადამ ყველანაირი შანსი დაკარგა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
