Breaking News

გერმანია

კრიშტიანუ – 137!

გერმანიას ერთა ლიგაში გამარჯვებაზე ოცნება ჯერჯერობით ოცნებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შინ თამაშობდა, ნახევარფინალში ბუნდესნაკრები ცივსისხლიან პორტუგალიასთან დამარცხდა – 1:2. შეხვედრა, რომლის ბედიც მეორე ტაიმში გადაწყდა თავსხმის გამო ათი წუთით გვიან დაიწყო. გოლები კი შესვენების შემდეგ გავიდა: 48-ე წუთზე იოშუა კიმიხმა ბურთი პორტუგალიელების დაცვას თავზე გადაუგდო, სადაც ის ფლორიან ვირტცმა მეტად მოზომილი თავურით შეაგდო კარში….

Read more

ნოიერიც…

ტონი კროოსის, თომას მიულერისა და ილქაი გიუნდოგანის შემდეგ, გერმანიის ნაკრებში თამაში მანუელ ნოიერმაც დაასრულა. გადაწყვეტილების შესახებ მან უკვე აცნობა გერმანიის ნაკრების  მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს. „ხანგრძლივის ფიქრის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ინტენსიური საუბრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში დავასრულო. ვინც მიცნობს, ყევლამ იცის, რომ ეს ჩემთვის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო. მით უმეტეს, რომ კარგ…

Read more

გერმანიას ახალი კაპიტანი ეყოლება

ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს ილქაი გიუნდოგნმა, როგორც ჩანს, ბოლოჯერ უკაპიტნმა – 19 აგვისტოს „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, რომელსაც „ბუნდესგუნდში“ 82 მატჩი აქვს ჩატარებული, გატანილი 19 გოლი და გაკეთებული 9 საგოლე პასი, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება სანაკრები კარიერის დასრულების შესახებ. სიამაყით ვიხსენებ გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 82 თამაშს. 2011 წელს, ბუნდესგუნდში დებიუტის შემდეგ,…

Read more

აბა, წავედი…

გერმანიის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ბუნდესნაკრებში ფეხბურთელისთვის ბოლო მატჩი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთთან დამარცხება იყო (1:2). „ყოველთვის ვამაყობდი, რომ წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ახლა ტრიბუნებიდან ვუგულშემატკივრებ ეროვნულ გუნდს“. 34 წლის მიულერის დებიუტი ქვეყნის ნაკრებში 2010 წლის ოქტომბერში შედგა. მას შემდეგ თომასმა…

Read more

ნაგელსმანი და ბუნდესგუნდი – ერთად 2026 წლამდე

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის განცხადებით, ბუნდესგუნდის მთავარ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა, შესაბამისად, გერმანიის ნაკრებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც ნაგელსმანი მოამზადებს. შეგახსენებთ, რომ 36 წლის სპეციალისტმა გერმანიის ნაკრებიშარშან სექტემბერში ჩაიბარა, მას შემდეგ რაც საფეხბურთო კავშირმა დაკავებული თანამდებობიდან ჰანსი ფლიკი გაათავისუფლა. იულიან ნაგელსმანის ხელმძღვანელობით ითამაშებს გერმანიის ნაკრები ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, რომელიც 14 ივნისიდან 14…

Read more

მხოლოდ ერთი ან ორი…

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, აპირებს თუ არა ეროვნული გუნდის შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას ევრო 2024-ზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება. „თუ ყველა ფორმაში იქნება, მაშინ ზაფხულში გუნდში დიდ ცვლილებებს არ განვახორციელებთ. არც 10 და არც ხუთი ცვლილება იგეგმება. შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი მოთამაშე დაგვემატოს. ვინც ახლა ჩვენთან არ არის, ოღონდ ისინი სხვებზე უკეთესები უნდა იყვნენ“,…

Read more

ფლიკის ბიჭები

გერმანიის ნაკრები საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგურ მატჩებს ატარებას. ამჯერად ჰანსი ფლიკის გუნდი იაპონიისა (9 სექტემბერს) და საფრანგეთის (12 სექტემბერს) ნაკრებებს ეთამაშება. ფლიკმა ამ მატჩებისთვის ნაკრებში პირველად გამოიძახა „ბრაიტონში“ მოთამაშე 32 წლის პასკალ გროსი. სამაგიეროდ ბუნდესმწვრთნელის სიაში ამჯერად ვერ მოხვდნენ თომას მიულერი, მატიას გინტერი, ლუკას კლოსტერმანი, დავიდ რაუმი, ტიმო ვერნერი და…

Read more

გერმანიაც შინ…

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. დღეს ვითარებას ბოლო, H ჯგუფის გუნდები არკვევდნენ. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ნაკრები სამხრეთ კორეისას შეხვდა, 1:1 ითამაშა და რადგან პარალელურ მატჩში მაროკომ კოლუმბიას მოუგო (1:0), ტურნირს სენსაციურად, ნაადრევად დაემშვიდობა. კოლუმბიელებმა და მაროკოელებმა 6-6 ქულით პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს, 4-ქულიანმა გერმანიამ – მესამე….

Read more

ახალი ბირჰოფი ფიოლერია…

გერმანიის ნაკრების ახალი დირექტორი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რუსი ფიოლერი გახდა – ის ოლივერ ბირჰოფის ადგილს დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ ბირჰოფმა ყატარის მონდიალზე განცდილი კრახის შემდეგ თანამდებობა დატოვა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა არჩევანი 62 წლის ფიოლერზე შეაჩერა. გერმანული ფეხბურთის მმართველებს მიაჩნიათ, რომ რუდი სწორედ ის პიროვნებაა, ვინც ახლა გერმანიის ნაკრებს სჭირდება – ის გაათავისუფლებს ნაკრებს ყველანაირი პოლიტიკური და…

Read more

გერმანიაში ცვლილებები დაიწყო…

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა თანამდებობა დატოვა. მენეჯერსა და გერმანიის საფეხბურთო კავშირს შორის კონტრაქტი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე იყო ძალაში, ორმხრივი შეთანხმების საუძველზე შეწყდა. ოლივერ ბირჰოფი აღნიშნულ თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშობდა. ამ პერიოდში გერმანიის ნაკრებმა ექვსჯერ ითამაშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის…

Read more

პარალელური შანსები

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპს დღეს E და F ჯგუფების ოთხი გუნდი მოილევს, ოთხიც – შინ გაემგზავრება. კანადის გარდა ყატარში დარჩენის შანსი ყველა გუნდს აქვს, თუმც ამისთვის საჭიროა, რომ… E ჯგუფი იაპონია – ესპანეთი (23:00) კოსტა რიკა – გერმანია (23:00) – ესპანეთი გავა ფლეი ოფში, თუ არ წააგებს, ან პარალელურ მატჩში იქნება ფრე. თუ ესპანეთი წააგებს,…

Read more

გერმანიასთან ქალი გაუშვეს…

მონდიალის მესამე ტურის მატჩი E ჯგუფში, გერმანიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის, სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში – პირველად მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრას ქალი არბიტრი განსჯის. ეს პატივი ფრანგ არბიტრ სტეფანი ფრაპარს ერგო. „ეს ძალიან ემოციური მომენტია, ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა, ჩემთვის ამ ტურნირზე მსაჯობა დიდი პატივია“, – განაცხადა ფრაპარმა. აქამდე ფრაპარი პირველი ქალი…

Read more

ჯამალ ყველაზე ახალგაზრდა…

გერმანიის ნკრების ნახევარმცველი, ჯამალ მუსაილა, ბოლო 60 წლის განმავლობაში ბუნდესნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატებზე უთამაშია. 23 ნოემბერს, მუსაილა, ყატარის მუნდიალის პირველი ტურის მატჩში იაპონელების წინააღმდეგ, გერმანელების სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. მუსაილა 19 წლის და 270 დღისაა. მანამდე რეკორდი კარლ-ჰაინც შნელინგერს ეკუთვნოდა, რომელსაც ის  1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესწვდა. საინტერსოა, რომ მუსაილას, შეიძლებოდა ინგლისის…

Read more

საუდის არაბეთი ჩემპიონია?

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სენსაცია მოხდა – საუდის არაბეთის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული არგენტინის ეროვნული გუნდი დაამარცხა 2:1… საინტერესოა, რომ ბოლო სამი ნაკრები, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე არგენტინისთვის მოეგოთ, ან ჩემპიონები ხდებოდნენ, ან ტურნირის ფინალში გადიოდნენ. ასეთები იყვნენ: გერმანია (2014 წელს) და საფრანგეთი (2018). ხორვატია კი წინა მონდიალის ფინალში გავიდა. რამდენად გავრცელდება…

Read more

ფლიკმა გერმანია დარაზმა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მსოფლიოს ჩემოპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა მეკარეები ნოიერი (ბაიერნი), ტერ შტეგენი (ბარსელონა), ტრაპი (აინტრახტი) მცველები კერერი (ვესტ ჰემი), რაუმი (ლაიპციგი), რუდიგერი (რეალი), ზულე (დორტმუნდი), გინტერი (ფრაიბურგი), შლოტერბეკი (დორტმუნდი), კლოსტერმანი (ლაიპციგი), გიუნტერი (ფრაიბურგი), ბელა-კოტჩაპი (საუთჰემპტონი) ნახევარმცველები კიმიხი (ბაიერნი), გორეცკა (ბაიერნი), გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), მუსიალა (ბაიერნი), გნაბრი (ბაიერნი), სანე (ბაიერნი), ჰოფმანი (გლადბახი), გიოტცე…

Read more

არც ნოიერი არც გორეცკა

გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებს შინ უნგრეთთან (23 სექტემბერს) და სტუმრად ინგლისთან (26 სექტემბერს) დანაკლისით ხვდება – გუნდს მეკარე მანუელ ნოიერი და ნახევარმცველი ლეონ გირეცკა დააკლდებიან. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გაცრცელდა ინფორმაცია, რომ ნოიერს და გორეცკას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ, ისინი იზოლირებულნი არიან გუნდისგან და უახლოეს დროში დატოვებენ შეკრებას. ამას გარდა, „ბაიერნის“…

Read more

გერმანია გაემზადა

23 და 26 სექტემბერს გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მატჩებს გამართავს შინ უნგრეთის და სტუმრად ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრებისათვის შემადგენლობა დაასახელა. მეკარეები მანუელ ნოიერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი. მცველები არმელ-ბელა კოტჩაპი, მათიას გინტერი, რობინ გოსენსი, ტილო კერერი, დავიდ რაუმი, ანტონიო რიუდიგერი, ნიკო შლოტებერკი, ნიკლას ზიულე. ნახევარმცველები იულიან ბრანდტი, ლეონ გორეცკა, ილქაი…

Read more

ინგლისი ევროპის ცაზე…

ორი წაგებული ფინალის შემდეგ ინგლისელმა ქალებმა, როგორც იქნა, ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. „უემბლიზე“ ძუ ლომებმა, ალბათ, ყველაზე საძულველი მეტოქე, გერმანია დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს და სიხარულით მეცხრე ცას ეწივნენ… ინგლისის მწვრთნელი სარინა ვიგმანი კი ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი – 2017 წელს მან ნიდერლანდების ნაკრები მიიყვანა ევროპის ჩემპიონობამდე. ზედ ფინალური მატჩის წინ, მოთელვისას, გერმანელებს ლიდერი, კაპიტანი,…

Read more

საოცარი გერმანია

გერმანიის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის ნახევარფინალში საფრანგეთისა 2:1 დაამარცხა და ისტორიაში მეცხრედ გავიდა ტურნირის ფინალში. სულ ქალთა ევრო 1984 წლის შემდეგ 12-ჯერ ჩატარდა. წინა რვა ფინალი (1989, 1991, 1995, 1997, 2001, 2005, 2009, 2013) მათივე ტრიუმფით დასრულდა და უნიკალური რეკორდის მფლობელები არიან. გერმანელების გარდა ევრო მხოლოდ სამ ნაკრებს მოუგია: შვედეთს, ნორვეგიას (2-ჯერ) და ნიდერლანდებს….

Read more

ევროპა ბერლინისკენ!

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა წლეულს 9 ოქტომბერს გაიმართება. შესარჩევი მატჩები კი გაისად მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ფინალურ ეტაპს რაც შეეხება, 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. დამტკიცდა, რომ ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ჩატარდება, ხოლო გახსნა – მიუნხენის „ალიას არენაზე“. ბერლინისა და მინხენის გარდა, კონტინენტის პირველობას გერმანიის კიდევ 8 ქალაქი უმასპინძლებს –…

Read more

ფლიკის რვიდან რვა

გერმანიამ ამხანაგურში 2:0 მოუგო ისრაელს. გოლები „ჩელსის“ ფეხბურთელებმა კაი ჰავერცმა და ტიმო ვერნერმა გაიტანეს. ვერნერმა ნამატჩევს ასეთი კომენტარი გააკეთა: „თამაშის კუთხით, გერმანიის ნაკრებში უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე „ჩელსიში“. აქ მეტი მომენტი მექმნება“. ეს ჰანს-დიტერ ფლიკის მე-8 მატჩი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ყველა მოიგო. რვიდან რვა, ბურთების შეფარდება 33:2. მართალია, ფლიკის თავკაცობით გერმანელები საშუალო და…

Read more

უცნაური ბრაზილია – გერმანია

ტოკიოს ოლიმპიადა ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება. თუმცა, ზოგიერთი შეჯიბრება უკვე გახურდა. მათ შორის ფეხბურთელთა ტურნირიც. დღეს, 22 ივლისს, პირველი ტურის რვა მატჩი გაიმართა. რამდენიმეს გამოვარჩევთ. ესპანეთი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ხუმრობა ხომ არ არის, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში ხუთი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც რამდენიმე კვირის წინათ ევრო 2020-ზე თამაშობდნენ: პედრი, ოიარსაბალი, ოლმო, პაუ ტორესი…

Read more

შენცა, ტონი?

უკვე შემოდგაზე საკმაოდ სახეცვლილი გერმანიის ნაკრების ხილვა მოგვიწევს. 15-წლიანი კარიერის, მუნდიალის ოქროს და ევრპირველობის ვერცხლის პატრონი იოაჰომ ლიოვი გუნდიდან მარცხით გულგატეხილი მიდის. ეს არ არის გერმანელთა ერთადერთი დანაკარგი. სანაკრებო კარიერა დაასრულა მადრიდის „რეალის“ გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა. 11 წელიწადი ტონი კროოსი გუნდის სული და გული, 2014 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.

Read more

ბელგია, იტალია, გერმანია

ბელგიის ნაკრებმა ევროპირველობის მერვედფინალში პორტუგალიას 1:0 მოუგო. შედეგად, მარტინესის ბიჭებს 14-მატჩიანი გამარჯვებათა სერია დაუგროვდათ. აქ ითვლება საკვალიფიკაციოს პლუს ფინალური ეტაპები. ბელგიელებმა ამ შედეგით ორი გუნდის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებების მიღწევა გაიმეორეს და თუ მეოთხედფილნალში იტალიას დაამარცხებენ, ერთპიროვნული რეკორდსმენები გახდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ბელგიელებს ბოლო 27 მატჩში 23 მოგება აქვს. ამასთან ზედიზედ 34 მატჩში გაიტანეს გოლი,…

Read more

გერმანიას უემბლი დაუკეტეს

9 ივნისს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისი „უემბლიზე“ დაუხვდება გერმანიას. ცხადია, მატჩისნწინა ტემპერატურის დუღილიც უკვე საკმარისზე მაღალია. პირველი, რაც თვალს არასასიმოვნოდ მოხვდა, ის არის, რომ გერმანელებს „უემბლიზე“ ვარჯიში აუკრძალეს. მანამდე, ამ არენის გაზონის მატჩამდე დაჭაშნიკების უფლება არც იტალიასა და ავსტრიას მისცეს. სტადიონის ხელმძღვანელობა თავს იმით იმართლებს, რომ პროგნოზით მოსალოდნელია წვიმები, რის გამოც ზედმეტი დავირთვა ბახალს ავნებს….

Read more

ნოიერი ფერებში

ევროპის ჩემპიონტზე ლგბტ საზოგადოების ფერებში გაწყობილი კაპიტნის სამკლავურის გამოჩანას ერთი ამბავი მოჰყვა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ გერმანელთა კაპიტანმა მანუელ ნოეიერმა უკვე ორი მატჩი ჩაატარა ფერადი სამკლავურით და ჩანს, შეცვლას არც მომავალი შეხვედრებისას აპირებს. ცხადია, ნოიერის „მრავალფეროვნებით“ უეფაც დაინტერესდა, საქმეში გაერკვია და რამდენიმე დღეში გამოაცხადა, რომ ნოიერს მსგავსი სამკლავურით თამაშის სრული უფლება აქვს და მის შეცვლას ვერ…

Read more

ფლიკის მუნდიალი და ევროპა

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი პოსტიდან მიდის. ქვეყნის საფეხბურთო კავშირი მის შემცვლელად ჰანს დიტერ ფლიკს მოიაზრებს და მას უკვე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. თუ ფლიკი დათანხმდება, ის ნაკრებს მსოფლიოს 2022 და ევროპის 2024 წლების ჩემპიონატებზე უხელმძღვანელებს. მისთვის განსაკუთრებული გამოცდა 2024 წლის ევროპირველობა იქნება, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს. რაც შეეხება მიუნხენის „ბაიერნს“,…

Read more

ბაზარევიჩისთვის საქართველომ ყველაფერი თქვა

საქართველო 2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს და თბილისს ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი ესტუმრებიან. წილისწყრა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი ბაზარევიჩმა შეაფასა და ჯგუფში ესპანეთი, საქართველო და თურქეთი გამოყო. „ტურნირის დაწყებამდე დიდი დროა, ამიტომ კონკრეტული საუბარი ნაადრევია. თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი ნაკრებები აღარ არსებობენ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული,…

Read more

საქართველომ მეტოქეები გაარკვია

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტ 2022-ის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა. მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფები ოთხ ქალაქშია გადანაწილებული, რომელთაგან ერთერთს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს რუსეთი და თურქეთი რომ ესტუმრებოდნენ, თავიდანვე ცნობილი იყო. თურქეთი, საქართველომ პარტნიორ ქვეყანად აირჩია, რომლის უფლებაც ყველა მასპინძელ ქალაქს ენიჭება. იმავე უფლების გამოყენების შემდეგ და კალათების გადანაწილებით, მეორე კალათიდან რუსეთი გვერგო….

Read more

ლიოვი – საშობაო ზვარაკი

გერმანულ ფეხბურთში ცვლილებები მზადდება. 4 დეკემბერს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდიუმი შეიკრიბება და ოლივერ ბირჰოფს მოუსმენს. ეროვნული ნაკრების მენეჯერი ბოლო ორი წლის შედეგებს გააანალიზებს. ბირჰოფი თუ პრეზიდიუმს დაარწმუნებს, იოაჰიმ ლიოვი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება, თუ არა და უკვე შობამდე მოხსნიან. ჯერ იყო 3:3 თურქეთთან, რომელსაც ბოლო 20 წელიწადში ყველაზე მცირე ტელე-აუდიტორია ჰყავდა (5.8 მლნ)… მერე იყო…

Read more

რაც გულთან უფრო ახლოსაა

ხვალ ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერება: ან ტრიუმფალური და ანაც ტრაგიკული. ყველა ქომაგს პირველი ვარიანტის გვეიმედება და როცა მსაჯის საფინალო სასტვენი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის გასვლას დააფიქსირებს, 1981 წლის 13 მაისი მონაგონი იქნება. ასე ახლოს ოცნებასთან ჯერ არ ვყოფილვართ და მორიგჯერ როდის აღმოვჩნდებით, არავინ იცის. ჩვენს ბიჭებს მინდა მივმართო: გენაცვალეთ, ითამაშეთ ისე, თითქოს…

Read more

დღეს. 20.00. საქართველო ტალინში იწყებს

ესტონეთი-საქართველო. კიდევ ერთხელ, ჯამში მეშვიდედ. აქამდე ისე ხდებოდა, რომ ყველა დაპირისპირება ამხანაგური იყო, 5 სექტემბერს კი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება. შეხვედრა ტალინის „ლე კოქ არენაზე“ შედგება, უკვე ოფიციალურის სტატუსით… უცნაურია: ექვსივე წინა მატჩში საქართველო სხვადასხვა მწვრთნელით იყო. ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი/რევაზ ძოძუაშვილი, პეტარ სეგრტი, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, ვლადიმირ ვაისი. აქედან გუცაევის, ქეცბაიასა და…

Read more

გიოტცე უკვე წავიდა

მარიო გიოტცე „დორტმუნდს“ სეზონის ბოლოს დატოვებს, თუმც ის უკვე სახლშია. გერმანული მედიის ცნობით, ფეხბურთელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შინ დაბრუნდეს და პირველი შვილის დაბადებით დატკბეს. ისე კი ბუნდესლიგის რეგლამენტის თანახმად, გუნდთან ერთად ისეც ვერ ივარჯიშებდა. მიზეზი, ცოლთან სამშობიაროში ხშირი ვიზიტები გახდა. მარიო „დორტმუნდის“ აღზრდილია. გუნდში 2008 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა, საიდანაც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. 2016 წელს…

Read more

გიოტცე ფარმაცევტი

მარიო გიოტცეს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება. კლუბმა  კი 27 წლის გერმანელს ერთი თვის წინ აცნობა, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აღარ აპირებს, ანუ სამომავლო გეგმებში არ შედის. ახლა კი გერმანული საიტები გადაწყვეტით წერენ, რომ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებით მარიო გიოტცე ზაფხულიდან „ლევერკუზენში“ ითამაშებს, თუმც კლუბებს ახალი ამბავი ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. ისე, სად ახლანდელი და…

Read more

ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში

ჩვენ რომ ტრონჰეიმში ვცხოვრობდეთ, ახლა წითელი ბურთით ვირბენდით დათოვლილ მოედანზე და მადრიდის „რეალს“ დავამარცხებდით, მაგრამ განა ჩვენ ნორვეგიელები ვართ? არა, ჩვენ არა ვართ ნორვეგიელები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე მეორედ არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეგილ ოლსენმა წესად შემოიღო, რომ თავისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანოს ხოლმე. ნორვეგია – თოვლის ქვეყანაა, სადაც ბურთს ზაფხულში თუ გააგორებ მიწაზე, თორემ…

Read more

ბრაზილია – გერმანია, რა თქმა უნდა…

ავტორიტეტიანმა FourFourTwo-მ ბოლო ათი წლის 10 საუკეთესო მატჩის ჩამოწერა. პირველ ადგილზე, ცხადია, გავიდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბელო ჰორიზინეში ჩატარებული ბრაზილია – გერმანიის ნახევარფინალური შეხვედრა. ტოპ-ათეული კი ასეთია: 1. ბრაზილია-გერმანია 1:7 – 8 ივლისი, 2014 წელი; 2. მანჩესტერ სიტი-ქუინზ პარკი 3:2 – 13 მაისი, 2012 წელი; 3. ბარსელონა-რეალი 5:0 – 29 ნოემბერი, 2010 წელი; 4….

Read more