გერმანიაც შინ…

Home კატეგორიის გარეშე გერმანიაც შინ…
გერმანიაც შინ…

Two-time champion Germany out of Women's World Cup after 1-1 draw with South  Koreaავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. დღეს ვითარებას ბოლო, H ჯგუფის გუნდები არკვევდნენ.

ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ნაკრები სამხრეთ კორეისას შეხვდა, 1:1 ითამაშა და რადგან პარალელურ მატჩში მაროკომ კოლუმბიას მოუგო (1:0), ტურნირს სენსაციურად, ნაადრევად დაემშვიდობა.

კოლუმბიელებმა და მაროკოელებმა 6-6 ქულით პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს, 4-ქულიანმა გერმანიამ – მესამე. კორეელბმა კი მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლეს და ბოლო ადგილზე გავიდნენ.

მერვედფინალური წყვილები  ასე გამოიყურება:

შვეიცარია – ესპანეთი

ნიდერლანდები – სამხრეთ აფრიკა

იაპონია – ნორვეგია

შვედეთი – აშშ

ავსტრალია – დანია

საფრანგეთი – მაროკო

ინგლისი – ნიგერია

კოლუმბია – იამაიკა

მატჩები 5-8 აგვისტოს გაიმართება.

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.