ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. დღეს ვითარებას ბოლო, H ჯგუფის გუნდები არკვევდნენ. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ნაკრები სამხრეთ კორეისას შეხვდა, 1:1 ითამაშა და რადგან პარალელურ მატჩში მაროკომ კოლუმბიას მოუგო (1:0), ტურნირს სენსაციურად, ნაადრევად დაემშვიდობა. კოლუმბიელებმა და მაროკოელებმა 6-6 ქულით პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს, 4-ქულიანმა გერმანიამ – მესამე....
ჭდე: ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი
სენსაციები, სენსაციები…
ქალთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი აფრიკელთა დრამარტული გამარჯვებით 3:2 დასრულდა. შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე გადაწყდა, გამარჯვების გოლი ტემბი კგატლანამ გაიტანა. ამრიგად, სწორედ სამხრეთ აფრიკის ნაკრები გავიდა ტურნირის მერვედფინალში, სადაც 6 აგვისტოს ერთ-ერთ ფავორიტს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. სამხრეთაფრიკელებმა სამ მატჩში ოთხი...
ბანდა – 1000
ზამბიის ნაკრების თავდამსხმელმა, ბარბრა ბანდამ, 2023 წლის ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში კოსტა-რიკასთან გოლი გაიტანა (1:3). ეს გოლი მე-1000 გახდა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ თავად ბანდასთვის ეს გოლი პირველი იყო ტურნირზე, ხოლო ზამბიელებს ამ მონდიალზე კოსტა-რიკასთან მატჩის წინ საერთოდ არ გაეტანათ – იაპონიასთან და ესპანეთთან...


