ქალთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი აფრიკელთა დრამარტული გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე გადაწყდა, გამარჯვების გოლი ტემბი კგატლანამ გაიტანა. ამრიგად, სწორედ სამხრეთ აფრიკის ნაკრები გავიდა ტურნირის მერვედფინალში, სადაც 6 აგვისტოს ერთ-ერთ ფავორიტს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
სამხრეთაფრიკელებმა სამ მატჩში ოთხი ქულა დააგროვეს და G ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. იტალია მესამე პოზიციაზე დარჩა და ტურნირს დაემშვიდობა. ჯგუფის გამარჯვებული 9-ქულიანი შვედეთია, აუტსაიდეარი კი – არგენტინა, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულა მოუგროვდა.
კიდევ უფრო დიდი სენსაცია დაფიქსირდა F ჯგუფში, სადაც, ბოლო ტურში, ბრაზილიამ ვერ მოუგო იამაიკას, უგოლოდ გაეყარა და შესაბამისად, ოდენ მესამე ადგილს დასჯერდა. შემდეგ ეტაპზე კი იამაიკა და საფრანგეთი გავიდნენ. საფრანგეთი, დიდი ალბათობით, მერვედფინალში გერმანიას ან მაროკოს შეხვდება, მეორეადგილოსანი იამაიკა კი სავარაუდოდ კოლუმბიას დაუპირისპირდება.
2023 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში იმართება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
