დანი ალვეშს 4,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილ მცველს 23 წლის ქალის გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. 20 იანვარს ალვეში წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს და რამდენჯერმე უთხრეს უარი გირაოთი გათავისუფლებაზე, საბოლოოდ კი პატიმრობა მიუსაჯეს. შეგახსენებთ, რომ 40 წლის დანი ალვეში „ბარსელონას“ მაისურით 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი, იყო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული,...
ჭდე: ბრაზილია
სენსაციები, სენსაციები…
ქალთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი აფრიკელთა დრამარტული გამარჯვებით 3:2 დასრულდა. შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე გადაწყდა, გამარჯვების გოლი ტემბი კგატლანამ გაიტანა. ამრიგად, სწორედ სამხრეთ აფრიკის ნაკრები გავიდა ტურნირის მერვედფინალში, სადაც 6 აგვისტოს ერთ-ერთ ფავორიტს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. სამხრეთაფრიკელებმა სამ მატჩში ოთხი...
ანჩელოტი კოპადან დაიწყებს
2024 წლის ზაფხულიდან ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იქნება. ეს გადაწყვეტილია. იქამდე კი „სელესაოს“ ფერნანდო დინიზი გაწვრთნის. ბრაზილიელებს სურდათ ანჩელოტისთან კონტრაქტი ახლავე გაეფორმებინა, მაგრამ ეს მოხდება 2024 წლის ზაფხულში, როცა 64 წლის სპეციალისტს მადრიდის „რეალთან” კონტრაქტი დაუსრულდება. ანჩელოტის პირველი დიდი ტურნირი „კოპა ამერიკა“ იქნება, რომელიც 2024 წლის 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაიმართება.
ტიტე წავიდა, ნეიმარი რიგშია
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ განაცხადა, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტიდან წავიდა. ტიტეს ხელმძღვანელობით „სელესაო“ ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მაგრამ ორჯერვე ამ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას – 2018 წელს რუსეთში გამართულ მონდიალზე ბელგიის ეროვნულმა გუნდმა დაამარცხა, ახლა კი პენალტების სერიაში ხორვატიამ. ტიტეს გარდა ბრაზილიის ნაკრები, შესაძლოა, ნეიმარმაც დატოვოს. ხორვატიასთან მატჩის...
არგენტინა არის მესი
მეოთხედფინალების დღეა. ბრაზილია ხორვატიას შეხვდება, არგენტინა – ნიდერლანდებს… ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის უხუცესს, 39 წლის დანი ალვეშს კი ლიონელ მესის შესახებ ჰკითხეს და მანაც უპასუხა, რომ… „დღეისათვის მესი – არგენტინაა. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ბურთს პარტნიორები ყოველთვის მას აძლევენ. ლეო შესანიშნავ ფორმაშია. ის ერთ-ერთია, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მონდიალზე. ჯერ არგენტინასთან ნახევარფინალზე არ უნდა ვიფიქროთ. წინ...
წერტილი !
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ, ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა „ლივერპულის“ თავდამსხმელი რობერტო ფირმინო. სამაგიეროდ ყატარში მიემგზავრება 39 წლის მცველი დანი ალვეში. ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია: მეკარეები ალისონი („ლივერული“, ინგლისი), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ვევერტონი („პალმეირასი“, ბრაზილია); მცველები დანილო („იუვენტუსი“, იტალია), დანი ალვეში („პუმასი“, მექსიკა), ალექს სანდრო („იუვენტუსი“, იტალია), ალექს...
გვარდიოლა ბრაზილიის ნაკრებში?
„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისში გვარდიოლა „სელესაოს“ თავკაცობის იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ. ოღონდ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, როცა ახლანდელ დამრიგებელ ტიტეს, კონტრაქტის ვადა ამოეწურება (2022 წლის 31 დეკემბერს). წყაროს ცნობით, ბრაზილიიდან უკვე დაუკავშირდნენ ესპანელ სპეციალისტსა და მის წარმომადგენლებს. კონკრეტული ციფრებიც დაუსახელეს: კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო...
ნეიმარი ბრაზილიაზე წუხს…
სხვა ფასეულობები, დროში სხვაობა, თაობათა ცვლა – საინტერესო ამბავს შეეხო ნეიმარი. 30 წლის ბრაზილიელს გული წყდება ფანების შედარებით ნაკლებ ჩართულბაზე: „ბრაზილიის ნაკრები გულშემატკივრებისგან განცალკევებულია. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ჩვენს თამაშებზე ცოტას წერენ და ცოტას ლაპარაკობენ. ცუდი და მოსაწყენია, იყო ბრაზილიის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყნის ნაკრების თამაში ჰქვია“....
მესისთვის არგენტინა ტრავმაზე მეტია
ლეო მესიმ მუხლისა და ბარძაყის უკანა ზედაპირის დაზიანების გამო პსჟ-ის ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა. ამის მიუხედავად, 34 წლის არგენტინელი უკვე შეუერთდა ეროვნულ ნაკრებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. და ეს იმის მიუხედავად, რომ პსჟ ნაკრებში მისი გამოძახების სასტიკი წინააღმდეგი იყო. არგენტინის ნაკრების სამედიცინო შტაბმა ლეოს მდგომარეობა გამოიკვლია და დაასკვნა: 13 ნოემბერს ურუგვაისთან მესიმ შესაძლოა არასრული 90...
უცნაური ბრაზილია – გერმანია
ტოკიოს ოლიმპიადა ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება. თუმცა, ზოგიერთი შეჯიბრება უკვე გახურდა. მათ შორის ფეხბურთელთა ტურნირიც. დღეს, 22 ივლისს, პირველი ტურის რვა მატჩი გაიმართა. რამდენიმეს გამოვარჩევთ. ესპანეთი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ხუმრობა ხომ არ არის, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში ხუთი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც რამდენიმე კვირის წინათ ევრო 2020-ზე თამაშობდნენ: პედრი, ოიარსაბალი, ოლმო, პაუ ტორესი...









