ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ განაცხადა, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტიდან წავიდა.
ტიტეს ხელმძღვანელობით „სელესაო“ ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მაგრამ ორჯერვე ამ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას – 2018 წელს რუსეთში გამართულ მონდიალზე ბელგიის ეროვნულმა გუნდმა დაამარცხა, ახლა კი პენალტების სერიაში ხორვატიამ.
ტიტეს გარდა ბრაზილიის ნაკრები, შესაძლოა, ნეიმარმაც დატოვოს. ხორვატიასთან მატჩის შემდეგ მან კომენტარი გააკეტა და სანაკრებო კარიერის შესახებაც ისაუბრა:
„ვფიქრობ, ახლა არ არის ამ თემაზე სასაუბრის დრო, მაგრამ ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემთ. უნდა ვიფიქრო, ჩემს მომავალზე. ეროვნულ გუნდს კარს არ ვუხურავ, მაგრამ 100 პროცენტით არ ვამბობ, რომ აქ სათამაშოდ დავბრუნდები.
ხორვატიასთან დამარცხების ტკივილი ხანგრძლივი იქნება. მადლობა ბრაზილიელ გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრებისადმი გამოვლენილი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და პატივისცემისთვის“, – განაცხადა ნეიმარმა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
