Breaking News

ნეიმარი

რას ნიშნავს ეთიკის ბონუსი?

თუ კილიან მბაპე თავის ყოფილ კლუბს „პარი სენ ჟერმენს’’ სასამართლო დავას მოუგებს და დაამტკიცებს, რომ ხელფასი და პრემიები დააკლეს, მისი ჯიბე 60 მილიონი ევროთი შეივსება. დიდი ალბათობით საქმე აქეთკენაც მიდის, მაგრამ არის ერთი რამ, რამაც ცნობისწადილი გამოიწვია: პარიზულ კლუბს ავალდებულებენ ფეხბურთელისთვის ეგრეთწოდებული „ეთკის ბონუსის’’ სახით 1.5 მილიონი ევროს გადახდას, რაც საფრანგეთს გარეთ, ზოგ ქვეყანაში ცოტა…

Read more

ნეიმარმა პარიზიდან საჩუქარი მიიღო

ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს’’ ისევ ახსოვს. ბრაზილიელი „პარკ დე პრენსზე’’ ექვსი წლის განმავლობაში თამაშობდა და პარიზელ გულშემატკივართა დიდი ნაწილის გული მოიგო. კლუბმა გადაწყვიტა ლამაზი ჟესტით ვეტერანი ვარსკვლავის მიმართ თავისი დადებითი განწყობა გამოეხატა და მას 2025-26 წლების სეზონისთვის გამოშვებული მაისურები გაუგზავნა. მაისურებს ზურგზე მისი შვილების სახელები ამშვენებს: დავი ლუსია, მავი, ელენა და სამი კვირის წინ დაბადებული…

Read more

მამა ნეიმარი: თქვენ გგონიათ რომ მყესები პოკერის თამაშის დროს გაიწყვიტა?

33 წლის ნეიმარს ბოლო პერიოდი მკრთალი ჰქონდა: „ალ-ჰილალსა’’ და „სანტოსში’’ თავი ვერაფრით გამოიჩინა. არადა გაისად მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობენ. აქვს „ბარსელონასა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ყოფილ ფეხბურთელს მუნდიალში მონაწილეობის შანსი? ფრანგულ „ეკიპს’’ ფეხბურთელის მამა და აგენტი უფროსი ნეიმარი ელაპარაკა. ნეიმარმა პსჟ-ში არცთუ მცირე დრო, 2017-2023 წლები გაატარა და რომ წავიდა დატოვა…

Read more

ბარსელონა გაგიჟდა: უკან მომავალში!

კატალონიაში გიჟური კვირაა. რამდენიმე წყარომ ერთდროულად გამოაქვეყნა, რომ „ბარსელონაში’’ შეიძლება ნეიმარი და ლეო მესი დაბრუნდენენ. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ექვსი თვით „სანტოსში’’ გადავიდა და ზაფხულში თავისუფლდება. თუ რამემ ხელი არ შეუშალა მომავალი სეზონიდან ის შეძლებს კვლავ მოირგოს იმ კლუბის მაისურა, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იმავდროულად, მესისთან დაახლოებულმა მავანმა არგენტინელმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ „ოქროს ბურთის’’ რვაგზის მფლობელს…

Read more

ნეიმარს კოპა ამერიკა უკან დარჩა

ბრაზილიის ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმარმა თქვა, რომ ნეიმარი გამოტოვებს 2024 წლის კოპა ამერიკას. მან ოქტომბერში გაიკეთა ოპერაცია მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგებსა და მენისკზე. „დრო არ არის საკმარისი, ჯერ ადრეა, რისკზე წასვლას აზრი არ აქვს. ველით, რომ ის მზად იქნება დაბრუნდეს 2024-2025 წლების ევროპული სეზონის დასაწყისისთვის, აგვისტოში. მოთმინება გვმართებს, ცხრა თვეზე ადრე დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია,“ –…

Read more

ნეიმარის სიდედრ-სიმამრი გაკოჭეს, ცოლ-შვილი ვერ გაიტაცეს

ნეიმარს რთული წუთების გადატანა მოუხდა: სამშაბათს, სან პაულუს შემოგარენში მშობლების სახლიდან მის პარტნიორ ბრუნა ბიანკარდისა და ახალშობილ ქალიშვილს მავის გატაცება დაუპირეს. ინციდენტის ოპერატიულად გამოეხმაურა კოტიას რაიონის პოლიცია და ერთი დამნაშავე ადგილზე დააკავა. როგორც მუნიციპალური გვარდია იტყობინება, ბოროტმოქმედებმა სახლში სწორედ დაკავებულის დახმარებით შეაღწიეს. მათ ბრუნას მშობლები გაკოჭეს, ნივთები წაიღეს და თან გატაცების მიზნით დედა-შვილს ეძებდნენ. საბედნიეროდ,…

Read more

ჯოჯოხეთი გაუვლიათ…

„პარი სენ-ჟერმენი“ გამოეხმაურა გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, ნეიმარის სიტყვებს პარიზულ კლუბში რთული პერიოდის შესახებ, რომელიც მან ლიონელ მესისთან ერთად გაიარა. „არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს პატივისცემა ფეხბურთელების მიმართ. საინტერესოა, რომ ორივეს (მესის და ნეიმარს) სურდათ პსჟ-ში დარჩენა”, – ნათქვამია პარიზელების განცხადებაში. შეგახსენებთ, მანამდე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თქვა: „პარიზში მესიმ ისეთივე ჯოჯოხეთი გამოიარა, როგორიც მე. ჩვენ ვნერვიულობდით,…

Read more

პარიზიდან მიდიან…

ნეიმარმა და ვერატიმ პსჟ-ის ვარჯიში გამოტოვეს და შესაძლოა, კლუბი ორივემ დატოვოს. პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა და ნახევარმცველმა, ნეიმარმა და მარკო ვერატიმ გუნდის  8 აგვისტოს ვარჯიში გამოტოვეს. წინა ვარჯიშზე ნეიმარმა მტკივნეული დარტყმა მიიღო კუნთის მიდამოში. ვერატის არყოფნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ კლუბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ნახევარმცველს ვირუსული ინფექცია ჰქონდა. ორივე მოთამაშემ, შესაძლოა, პარიზული კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას…

Read more

პოჩეტინო ნეიმარს ვერ ხედავს

პსჟ-ის თავდამსხმელი, ნეიმარი, ამ ზაფხულს „ჩელსის“ არ შეუერთდება, – წერენ ჩვენი ინგლისელი კოლეგები. ბრაზილიელი თავდამსხმელი არ შედის „ჩელსის“ მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში, ამიტომ ფეხბურთელი ნაკლებად სავარაუდოა, ლონდონურ კლუბში გადავიდეს. ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 2017 წელს 222 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ მან 173 მატჩი ჩაატარა, 118 ბურთი გაიტანა და 77 საგოლე პასი გააკეთა.

Read more

ნეიმარს პარიზიდან წასვლა აღარ უნდა…

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდს არ დატოვებს, თუ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ლუის ენრიკე კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება – წერს L’Equipe. წყაროს ცნობით, ენრიკეს შესაძლო დანიშვნის შესახებ ამბის გაგების შემდეგ, ნეიმარს პსჟ-დან წასვლის სურვილი დაკარგა და დარჩენა გადაწყვიტა. ბრაზილიელ თავდამსხმელს ესპანელ მწვრთნელთან ჯერ კიდევ „ბარსელონადან“ მოყოლებული შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. მანამდე…

Read more

მალე მოდი, შვილო, გელოდებით

ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელმა, ნეიმარმა, მეგობარ გოგონა ბრუნა ბიანკარდისთან ერთად სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელა. წყვილმა გამოაცხადა, რომ შვილს ელოდებიან. გოგონამ ამას ცალკე პუბლიკაცია მიუძღვნა, ფეხბურთელმა კი თავის პროფილზე ხელახლა გამოაქვეყნა. „ვოცნებობთ შენს დაბადებაზე, ვემზადებით ამისთვის. იმის ცოდნა, რომ მალე აქ იქნები ჩვენი სიყვარულის გასაძლიერებლად. მშვენიერ ოჯახში მოხვალ ძმასთან, ბებიასთან, ბიძასთან და დეიდასთან, რომლებიც…

Read more

ვარსკვლავების კავშირი პსჟ-ს აზიანებს

ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ კილიან მბაპეს, ნეიმარისა და ლიონელ მესის გაერთიანება გუნდს აზიანებს. ფორვარდების ერთობლივი თამაში გუნდში დისბალანსს იწვევს. პსჟ-ს მბაპეს შენარჩუნება სურს, ნეიმარს კი პარიზული სუპერკლუბის დატოვება არ უნდა. ამიტომ მესისთან განშორებას ამ სიტუაციაში ლოგიკურ გამოსავალს უწოდებენ, არგენტინელი საფრანგეთის დედაქალაქში  უკმაყოფილოა. მბაპეს და ნეიმარს „პარი სენ-ჟერმენთან“ გრძელვადიანი კონტრაქტები აკავშირებთ. მესის ხელშეკრულებას კი…

Read more

დიუგარი ნეიმარის ტრავმით ბედნიერია

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი (1994-2002 წლებში) კრისტოფ დიუგარი პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ტრავმას გამოეხმაურა. ნეიმარს მუხლის ტკივილის გამო სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. „ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო გუნდში არ არის. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა პსჟ-ის მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთვის. რაღაც მომენტში მას მოუწევდა გამბედაობის გამოჩენა და ბრაზილიელის მოშორება. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა…

Read more

 ბაიერნთან უნეიმაროდ

პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს. ბრაზილიელმა ტრავმა საფრანგეთის ლიგა 1-ში, „ლილის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო, რომელიც პარიზელებმა 4:3 მოიგეს. პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ ნეიმარს მარჯვენა ფეხზე კოჭის მყესები აქვს დაჭიმული. „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 8 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა მიუნხენელებმა…

Read more

ნეიმარი კი გართობის გუნებაზეა

„პარი სენ ჟერმენს” ნამდვილად არ უდგას კარგი დროება — ზედიზედ სამ შეხვედრაში დამარცხდა, ასეთი რამ კი 12 წელიწადია არ მომხდარა. ბოლოს პარიზელებმა შინ წააგეს „ბაიერნთან”, 0:1. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი. როგორც მედიაში ამბობენ, ფეხბურთელებს მიჯრით წაგებული შეხვედრების გამო დიდი მწუხარება არ ეტყობათ. ცეცხლს ნავთი განსაკუთრებით ნეიმარმა დაასხა. ბავარიელებთან წაგებული თამაშის შემდეგ ის…

Read more

ნეიმარის დიდი ოცნება

ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ნეიმარმა, უპასუხა კითხვას: შთააგონებს თუ არა მას ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონობა. „ლეო ყოველთვის შთამაგონებს – მსოფლიო ჩემპიონობით თუ მის გარეშე. „ბარსელონაში” ჩასვლისას ის ყოველთვის მხარში მედგა და ამას არასოდეს დავივიწყებ. როცა ვხედავ, 34-35 წლის ასაკში როგორ იგებს მონდიალს, მეც იგივე მინდება. ახლა, რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ წლიდან წლამდე უკეთესები…

Read more

1 მილიარდი

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰალანდის აგენტმა რაფაელა პიმიენტამ,  დააკონკრეტა რამდენია კლიენტის დღევანდელი ღირებულება. „თავის დროზე პოგბას „მანჩესტერში“ ტრანსფერი 105 მილიონ ევროდ გავახერხეთ. მაშინ ყველა ამბობდა, რომ ეს წარმოუდგენელი იყო! ნეიმარი სულაც 222 მილიონად გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში…“ ციფრები იცვლება. ამჟამად ჰალანდი ჩემთვის 1 მილიარდი ევრო ღირს, შესაძლოა, ასეთი თანხის გადახდას არავინ აპირებს, მაგრამ ეს არის მისი…

Read more

ნეის 5 დღე

„პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახური  იუწყება, რომ გუნდის დიდვარსკვლავ ნეიმარს, კუნთების დაძაბულობა დაუდგინდა და ოთხშაბათს, 1 თებერვალს, ფრანგული ლიგა 1-ის მატჩში „მონპელიეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს… საინტერესოა, რომ ნეიმარი 5 თებერვალს 31 წლის ხდება. შარშან თებერვლის დასაწყისში, ბრაზილიელი ასევე „ტრავმირებული“ გახლდათ – რატომღაც დაბადების დღის წინ ყოველთვის „რაღაც“ ემართება და შემდეგ ბრაზილიაში მიფრინავს ხოლმე დღეობის აღსანიშნავად. ეს ისტორია…

Read more

მესი, ნეიმარი და კვარა

„ლა გაძეტა დელო სპორტმა” ყურადღება გაამახვილა ხვიჩა კვარაცხელიასა იმ სტატისტიკაზე, რომელსაც მსოფლიო პრესამ ყურადღება მიაქცია. იმას, რომ კვარაცხელიას არნახული, ეფექტური სეზონი აქვს, ასეთი ფაქტი ამტკიცებს: ხვიჩა გახლავთ ერთ-ერთი იმ ოთხ ვარსკვლავს შორის, რომელთაც მიმდინარე სეზონში, ევროპის ტოპ-ხუთ ლიგაში სულ მცირე 7 გოლი გაიტანეს და 7 საგოლე პასი გადააწოდეს. ხსენებულ ოთხეულში კვარას გარდა შედიან: ნეიმარი (11…

Read more

განკიცხულნი

ყოფილი და მოქმედი ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებიც პელეს დაკრძალვაზე არ მივიდნენ, გულშემატკივრებმა მკაცრად გააკრიტიკეს. განსაკუთრებით მათ დაემდურნენ, ვინც სოციალურ ქსელებში სამძიმარი დაწერა, დასაფლავებაზე კი არ ჩავიდა. უპირველესად პელეს თანაკლუბელ, სანტოსელ ნეიმარს „მოხვდა.“ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავმა პელესადმი გამოსათხოვარი წერილი დაწერა, თუმცა ამით ფანების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ერთი ქომაგი წერს: „ლაპარაკი ადვილია. შენ დაკრძალვაზე მამა გაგზავნე, თავად კი…

Read more

ნეიმარმა ბიჭები გაამხნევა

მთელი ბრაზილია განიცდის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან გამოთიშვას, ნეიმარმა კი გლოვის პერიოდი უკვე გაიარა და როგორც ნამდვილი ლიდერი ცდილობს თანაგუნდელებს მხარში დაუდგეს. თანამედროვე ბრაზილიური ფეხბურთის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა გამამხნევებელი მესიჯები მისწერა ხორვატიასთან შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიაში ხელმოცარულ ამხანაგებს ტიაგო სილვას, როდრიგოსა და მარკინიოსს. „მე გადავწყვიტე მათი ნებართვის გარეშე გავასაჯაროო ჩვენი მიმოწერა, რათა ხალხმა დაინახოს რამდენად გვინდოდა…

Read more

ტიტე წავიდა, ნეიმარი რიგშია

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ განაცხადა, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტიდან წავიდა. ტიტეს ხელმძღვანელობით „სელესაო“ ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მაგრამ ორჯერვე ამ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას – 2018 წელს რუსეთში გამართულ მონდიალზე ბელგიის ეროვნულმა გუნდმა დაამარცხა, ახლა კი პენალტების სერიაში ხორვატიამ. ტიტეს გარდა ბრაზილიის ნაკრები, შესაძლოა, ნეიმარმაც დატოვოს. ხორვატიასთან მატჩის…

Read more

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა

ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებთა გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა, ოღონდ… მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნეიმარს, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მაყურებელმა ასე მიიჩნია და მას სელფი სთხოვა. ფსევდო-ნეიმარმა ავტოგრაფებიც ბლომად დაარიგა. ნამდვილი ნეიმარი კი სტადიონზე სულ არ ყოფილა, ის სასტუმროში დარჩა და ეკრანზე უყურა, თუ როგორ მოიგეს მისმა თანაგუნდელებმა კაზემიროს გოლით 1:0. ნეიმარს…

Read more

ნეიმარს ცრემლი წასკდა

ნეიმარმა ბრაზილიისა და სერბეთის შეხვედრაში ფეხი იტკინა და ცრემლი ვერ შეიკავა. ბრაზილიელებმა სერბებს 2:0 მოუგეს. „პარი სენ ჟერმენის” 30 წლის თავდამსხმელის წინააღმდეგ „ფიორენტინას” 25 წლის მცველმა ნიკოლა მელინკოვიჩმა იუხეშა. ნეიმარს 79-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. ექიმებმა ნატკენ ადგილზე დაუყოვნებლივ დაადეს ყინული. ბრაზილიის ნაკრების ექიმმა თქვა, რომ ტრავმის სიმძიმის შესაფასებლად 24-დან 48 საათამდე დასჭირდება. უფრო ოპტიმისტური…

Read more

კვარა ათეულში…

ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს „ოქროს ბურთის“ პრეტენდეტთა ბრძოლაში მე-10 პოზიციაზე დაწინაურდა, – ასეთია გამოცემა goal.com-ის პოზიცია, რომელმაც 20 საუკეთესო კანდიდატი დაასახელა. გამოცემამ ყველა კანდიდატის მიერ 2022/23 სეზონში გატანილი გოლები და საგოლე გადაცემები დაითვალა. აღსანიშნავია, რომ ერთი თვსი წინ ამავე გამოცემამ ხვიჩა მე-15 პოზიციაზე დაასახელა, ახლა კი ქართველი შემტევი უკვე ათეულში მოხვდა: ლიონელ მესი, პარი სენ-ჟერმენი…

Read more

ნეიმარი გაბრაზდა

„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, იაპონურ „გამბა ოსაკასთან“ ამხანაგურ მატჩში (6:2) ისევ „მოიგონა“ თერთმეტმეტრიანი, რომელიც თავადვე შეასრულა. შედეგად, კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ამან 30 წლის ბრაზილიელი აღაშფოთა და სოც.ქსელში ბრაზიანი გზავნილი გამოაცხო: „მზად ვარ ასეთი კრიტიკისთვის, მაგრამ არ ვაპირებ ისეთ ადამიანებთან კამათს, ვინც სისულელეებს ლაპარაკობს. 13 წლის შემდეგ მაკრიტიკებენ. საკმაო ხანს ვიყავი ჩუმად. რაღაცეებს მეც არ…

Read more

ყველაზე ცუდი ფორმა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი 2022-2023 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. ფორმის დიზაინი ტრადიციულ, ძველებურ ფერებშია შესრულებული, მუქი ლურჯი მაისურა თეთრ-წითელი ვერტიკალური ზოლებით. საკლუბო ლოგო კი ამჯერად  შუაშია განთავსებული. ახალმა ფორმამ ქომაგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთმა დაწერა ინსტაგრამში: „ყველაზე ცუდი ფორმა, რომელიც ოდესმე მინახავს,“ მეორე: „ნაგავია.“ თუმცა უმეტესობას მოეწონა. მთავარი კი ის არის, რომ ფოტოსესიაში ახალი ფორმით…

Read more

არ მივდივარ !

„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარიზული კლუბის დატოვებას უახლოეს მომავალში არ აპირებს. „დღემდე ჩემთვის ტრანსფერის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ამ კლუბში თამაში კიდევ დიდხანს მსურს“, – დასძინა 30 წლის ბრაზილიელმა. საქმე ის არის, რომ წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ღირსეული წინადადების მიღების შემთხვევაში, პსჟ მზადაა ნეიმარს შეელიოს. ასევე,…

Read more

პსჟ-სთან კონტრაქტი მონობაა

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პსჟ-ის ფეხბურთელების სიტუაცია შეაფასა. უფრო ექს-ბარსელონებზე გაამახვილა ყურადღება. … რას ვიტყვი ნეიმარზე? ვის არ უყვარს ნეიმარი? ის გამორჩეული ფეხბურთელია და პსჟ-ს ახლა მისი გაშვება შეუძლია, თუმც ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ 4-5 წლით აქვს. ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ კლუბთან ხანგრძლივ ხელშეკრულებას აწერენ ხელს, ფაქტიურად მონობას თანხმდებიან. „ბარსას“ ყოფილი ფეხბურთელები აქ თუ დაბრუნდებიან, მხოლოდ თავისუფალი…

Read more

მესი შემოსავალშიც პირველია

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების დიდვარსკვლავი ლიონელ მესია. 2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე ლეომ 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 75 მილიონი ჯამაგირია, დანარჩენი კი სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები. მეორე ადგილზე „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გავიდა – 121,2 მილიონი დოლარით. მესამეზე…

Read more

საუკეთესო მტირალები

უბრალო დათვლის ამბავი იყო: გამოავლინეს ყველაზე ემოციურ ფეხბურთელთა ათეული. მასში მოხვდნენ ისინი, ვისაც მნიშვნელოვან შეხვედრებში უტირია. ზოგი ამას რეგულარულად სჩადის. თუმცა უცნაურია, რომ ემოციურობა მხოლოდ ტირილს დაარქვეს. ამიტომაც ვერ მოხვდა სიაში, ვთქვათ, „ატლეტიკოს” მონტენეგროელი მცველი სტეფან სავიჩი, რომელმაც სამი დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თითქმის მთელი „მანჩესტერ სიტის” ცემა მოინდომა. უდავოდ ემოციური კაცია სავიჩის მწვრთნელი,…

Read more

დიდი სტვენა და გინება მესისა და ნეიმარს

პსჟ – „ბორდო“. კვირის მატჩში პარიზელთა ფანები მტრულად დახვდნენ თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი ბრაზილიელ ნეიმარსა და არგენტინელ ლეო მესის. აი, კილიან მბაპეს კი ეს რისხვა ასცდა – „რეალთან“ კარგი თამაშების გამო… „პარკ დე პრენსზე“ ნეიმარის ბურთის მიღებისთანავე სტვენა იწყებოდა და გინებასაც არ აკლებდენ. გოლი გაიტანა და მაინც… ამ დროისთვის ანგარიში პარიზელებისა გახლდათ. პირველი მბაპემ…

Read more

ნეიმარი და დონარუმა შერიგებულან

ნეიმარმა მისი და ჯანლუიჯი დონარუმას მიმოწერა გაასაჯაროვა. 30 წლის ბრაზილიელ ვარსკვლავს ეს იმისთვის დასჭირდა, რომ მიეჩუმებინა ხმები მისი და იტალიელი მეკარის ჩხუბის შესახებ. მოგეხსენებათ, მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მათი დაპირისპირების ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო. ნეიმარი და დონარუმა თანაგუნდელებს გასაშველებელი გაუხდათ. „პარი სენ ჟერმენს“ „რეალთან“ პირველი თამაში 1:0 ჰქონდა მოგებული. პარიზელები საპასუხო შეხვედრაშიც დაწინაურდნენ,…

Read more

ნეიმარი და დონარუმა: ვისი ბრალია?

ნეიმარმა და ჯანლუიჯი დონარუმამ „რეალი“ – პსჟ-ის მატჩის მერე კინაღამ ერთმანეთს დაარტყეს. უფრო სწორად, იჩხუბეს, მაგრამ სიტყვიერად – უყვირეს ერთმანეთს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თანაგუნდელები კი აშველებდნენ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნეიმარმა პირველ გაშვებულ გოლში დაადანაშაულა დონარუმა. იტალიელმა მეკარემ კი უპასუხა, მეორე გოლზე სად დაკარგე ბურთიო. ისინი ხმამაღლა უყვიროდნენ ერთმანეთს. ფრანგული პრესა კი კიდევ უფრო საფუძვლიანად…

Read more

რიო ფერდინანდი: პოჩეტინოს ნურაფერს დააბრალებთ

რიო ფერდინანდმა არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დაიცვა. მან თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაში მას ბრალი არ მიუძღვის. მოგეხსენებათ, პარიზელები, რომელთაც პირველ შეხვედრაში „რეალთან“ 1:0 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კვლავ დაწინაურდნენ 1:0, მაგრამ მეორე ტაიმში ქარიმ ბენზემამ 17 წუთიან მონაკვეთში მათ სამი გოლი გაუტანა და შეჯიბრებიდან გამოთიშა. ამ მარცხის გამო პოჩეტინოს სამსახურის დაკარგვა ემუქრება….

Read more

პატარა ნეიმარი რეალში

პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში „რეალის“ აკადემიაში მიიწვიეს. „ეს გასინჯვა იყო. 10 წლის ვიყავი. „გალაქტიკოსის“ პერიოდში… რომელიღაც თამაში მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველა გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს. მგონი, ორი რონალდომ, ერთი რობერტო კარლოსმა, ჟულიო ბაპტიშტამ საჯარიმო და რობინიომაც. მადრიდში ერთი კვირა დავრჩი. მეხუთე დღეს მათ მითხრეს, რომ ტურნირზე სურდათ ჩემი წაყვანა, მაგრამ უარი…

Read more

ნეიმარი ბრაზილიაზე წუხს…

სხვა ფასეულობები, დროში სხვაობა, თაობათა ცვლა – საინტერესო ამბავს შეეხო ნეიმარი. 30 წლის ბრაზილიელს გული წყდება ფანების შედარებით ნაკლებ ჩართულბაზე: „ბრაზილიის ნაკრები გულშემატკივრებისგან განცალკევებულია. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ჩვენს თამაშებზე ცოტას წერენ და ცოტას ლაპარაკობენ. ცუდი და მოსაწყენია, იყო ბრაზილიის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყნის ნაკრების თამაში ჰქვია“….

Read more

რონალდო: სად ჩვენი დრო, სად ახლანდელი

ბრაზილიელმა რონალდომ ლეო მესისა და ნეიმარზე ისაუბრა. ფენომენმა ერთ მნიშვნელოვან თემას გაუსვა ხაზი: ფეხბურთელების ცხოვრების წესს, რაშიც ადრინდელსა და ახლანდელს შორის დიდი სხვაობაა. „მესი ექსტრაორდინალური, ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელია. ყველა თამაშში გოლის გატანა სურს. …ნეიმარი კიდევ ერთი ტოპ-ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შეუძლია, ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმაროს, მაგრამ სამშობლოში ბევრს აკრიტიკებენ პირადი ცხოვრების გამო….

Read more

მესი ნეიმარის ნომრით

„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლისას ლიონელ მესიმ სათავისოდ 30-ე ნომერი აირჩია და საფრანგეთის ჩემპიონატშიც ამ ნომრით თამაშობს. თუ ამას თამაში ჰქვია, 12 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ამჯერად კი, ქვეყნის თასის მერვედფინალურ მატჩში „ნიცას“ წინააღმდეგ (რომელიც პარიზელებმა პენალტების სერიაში წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ), არგენტინელი 10-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა მიდორზე. მაგრამ ვერც ამჯერად გაიტანა. ნომრის მაგიამ ვერ უშველა. „ბარსელონაში“…

Read more

მესის ათმა ნომერმა ვერ უშველა

„პარი სენ ჟერმენში“ ლეო მესის უგოლო პერიოდი გრძელდება. ფრანგული ფეხბურთის უდიდესი კლუბი ქვეყნის თასის გათამაშებიდან პენალტებით „ნიცამ“ გააგდო. მესის ათნომრიანი მაისურა ეცვა. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ „ოქროს ბურთის“ შვიდგზის მფლობელი „ბარსელონადან“ „პარკ დე პრენსზე“ გადასვლის შემდეგ კალაპოტიდან არის ამოვარდნილი. მან 30 ნომრიანი მაისურით, ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ორშაბათ საღამოს 34 წლის…

Read more

დანი ალვეში ათასიანია

დანი ალვეში გამოძახებულია ბრაზილიის ნაკრებში, რომელსაც მონდიალის ორი საკვალიფიკაციო მატჩი ელის: 28 იანვარს ეკვადორთან და 1 თებერვალს პარაგვაისთან. ბრაზილიისთვის ეს უკვე ამხანაგურებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შარშანვე მოიპოვა. რაც შეეხება ალვეშს, „ბარსელონაში“ ორი თამაშით აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ძალაა. 38 წლისაა, მაგრამ რა მოხდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შედარებით ჯერ „ბავშვია“. ის 40-ისაა. მართალია, „რეალთან“ 2:3 წაგებულ…

Read more

ნეი ბუნკერში

ღვთის პირიდან გავარდნილი ნეიმარი ახლა ტრავმირებულია და მშობლიურ ბრაზილიაში გადის რეაბილიტაციის კურსს. მოგეხსენებათ, ნეიმარი გართობის დიდი მოყვარულია. ამის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ, ცუდ მაგალითს აძლევ სხვა სპორტსმენებს და ბავშვებსო. ამიტომ ახლა სამდღიანი საიდუმლო პურმარილი მოიფიქრა ბუნკერში, სადაც სტუმრებს ტელეფონების და კამერების შეტანის უფლება არ ჰქონდათ, თან ყველაფერი საიდუმლოდ უნდა შეენახათ. ცხადია, სტუმრები ოჯახის წევრები და…

Read more

putos ანუ…

ლეანდრო პარედესი, ანხელ დი მარია და ლეო მესი პარიზში ისხდნენ, მატეს წრუპავდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ სამ არგენტინელს გვერდით „კოპა ამერიკას“ თასი ანუ თავად კოპა ამერიკა ედოთ. ეს ფოტო პარედესმა თავის ინსტაგრამზე გააზიარა და ცხადია ის „პარი სენ ჟერმენის“ სხვა ფეხბურთელების, კერძოდ კი ბრაზილიელი ნეიმარის კომპიუტერის ეკრანზეც ამოხტა. ნეიმარის რეაქციამ…

Read more

პსჟ ნეიმარს ყიდის

კლუბიდან გამოსული ინფორმაციით, პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მომავალ ზაფხულს გუნდის გადახალისებას აპირებს და მისი გეგმის შემადგენელი ნაწილი ნეიმარის გაყიდვაცაა. ბრაზილიელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევროა, არადა, გეხსომებათ, რომ თავის დროზე მასში 222 მილიონია გადახდილი. ფაქტია, რომ ნეიმარმა პსჟ ევროპულ მწვერვალზე ვერ აიყვანა. 29 წლის ბრაზილიელის მსურველთა შორის რამდენიმე ინგლისური კლუბი და ესპანური „ბარსელონაა“….

Read more

რასიზმი ლათინოამერიკულად

აბა, სხვა რა უნდა დაარქვა იმას, რაც პსჟ-ის კარის დარაჯ ჯანლუიჯი დონარუმას თავს ხდება?! სეზონის სტარტიდან საფრანგეთში 9 ტური მიილია და 23 წლის იტალიელი სულ ორჯერ გავიდა მოედანზე. მას იმედი ჰქონდა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდებოდა. დონარუმას აგენტი მინო რაიოლა საჯაროდ აცხადებდა, რომ მისი კლიენტისთვის ძირითადში ადგილი დაჯავშნულია. მოხდა ისე, როგორც მოხდა. ზოგს ეგონა, რომ…

Read more

ნეი და გოლიათი

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ნეიმარი კალათბურთზეა შეყვარებული, რეგულარულად ადევნებს თვალს NBA-ს და ბევრ ვარსკვლავთან მეგობრობს. ამჟამად NBA-ში პაუზაა და კალათბურთელები კურორტებზე არიან მიმოფანტულნი. ასოციაციის ბოლო ორი სეზონის დაცვითი ტიპის საუკეთესო მოთამაშე რუდი გობერი კი მშობლიურ საფრანგეთში იმყოფება. ისე როგორ იქნებოდა, გობერს საყვარელი საფეხბურთო კლუბისთვის გვერდი აევლო?! ჰოდა, პსჟ-ის საფეხბურთო და „იუტა ჯაზის“ საკალათბურთო სუპერვარსკვლავების ფოტოც…

Read more

ნეიმარი მამამ გაყიდა

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჟოან ლაპორტა „ბარსელონაში“ ნეიმარის დაბრუნებას გეგმავდა. მან ამ მიზნით პარიზში ორი წარმომადგენელი მიავლინა, რომლებიც პირადად შეხვდნენ ბრაზილიელს. იმ საუბრისას ნეიმარმა არ დამალა, რომ თავადაც გულით სურდა „ბარსაში“ დაბრუნება. მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა. ამ საუბრიდან მეორე დღეს პსჟ-ის ერთ-ერთმა ბოსმა ნეიმარის მამის ანგარიშზე 20 მილიონი ევრო ჩარიცხა, რამდენიმე დღეში კი ნეიმარმა პარიზში დარჩენის…

Read more

დადასტურდა! მესი პსჟ-ს ფეხბურთელია

მესი „პარი სენ ჟერმენში“ ითამაშებს! ფეხბურთელმა და მისმა მრჩეველებმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს. კონტრაქტში ლაპარაკია ორ უეჭველ და კიდევ ერთ წელიწადზე, რომლის ამბავიც დროთა განმავლობაში გაირკვევა. არგენტინის ნაკრების კაპიტანი დღეს პარიზში სამედიცინო შემოწმებას გადის, ხვალ კი მისი ოფიციალური წარდგინება შედგება. „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასირ ალ ხელაიფიმ მესის გადასაბირებლად საოცრად ოპერატიულად იმოქმედა და „ბარსელონას“ ახლა…

Read more

მესი ამიგოებთან მიდის?

თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სენსაცია მოხდა: ლეო მესი „ბარსელონადან“ წავიდა. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც „კატალონიის სიამაყედ“ წოდებულ კლუბს 13 წლისა შეუერთდა, ფინანსური საკითხების გამო მიდის. არადა, ჯერ კიდევ გუშინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ პრობლემა მოგვარდა. ყველას ეგონა, რომ მესი „კამპ ნოუზე“ რჩებოდა. ესპანური, კერძოდ კატალონიური მას-მედია ერთხმად იმეორებდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, კლუბისა და…

Read more

პირველად ისტორიაში: კოპა ამერიკას ორი საუკეთესო ჰყავს

კონმებოლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, კოპა ამერიკა 2021-ის საუკეთესო ფეხბურთელად ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაასახელა, არგენტინელი ლეო მესი და ბრაზილიელი ნეიმარი. რიო დე ჟანეიროს დროით შაბათ საღამოს, 10 ივლისს, საქართველოს დროით კვირას, გამთენიისას, „მარაკანაზე” არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიისას 1:0 მოუგო და ჩემპიონი გახდა. კონმებოლს კი ნეიმარსა მესის შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ორივე დაასახელა. კონმებოლმა…

Read more