ნეიმარმა და ვერატიმ პსჟ-ის ვარჯიში გამოტოვეს და შესაძლოა, კლუბი ორივემ დატოვოს.
პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა და ნახევარმცველმა, ნეიმარმა და მარკო ვერატიმ გუნდის 8 აგვისტოს ვარჯიში გამოტოვეს.
წინა ვარჯიშზე ნეიმარმა მტკივნეული დარტყმა მიიღო კუნთის მიდამოში. ვერატის არყოფნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ კლუბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ნახევარმცველს ვირუსული ინფექცია ჰქონდა.
ორივე მოთამაშემ, შესაძლოა, პარიზული კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს. მედიის ცნობით, ვერატიმ საუდის არაბეთის ალ-ჰილალთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა, ნეიმარი კი შეიძლება ესპანურ „ბარსელონაში“ ან ლონდონის „ჩელსიში“ წავიდეს.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
