„პარი სენ-ჟერმენი“ გამოეხმაურა გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, ნეიმარის სიტყვებს პარიზულ კლუბში რთული პერიოდის შესახებ, რომელიც მან ლიონელ მესისთან ერთად გაიარა.
„არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს პატივისცემა ფეხბურთელების მიმართ. საინტერესოა, რომ ორივეს (მესის და ნეიმარს) სურდათ პსჟ-ში დარჩენა”, – ნათქვამია პარიზელების განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თქვა: „პარიზში მესიმ ისეთივე ჯოჯოხეთი გამოიარა, როგორიც მე. ჩვენ ვნერვიულობდით, რადგან იქ უბრალოდ არ მივსულვართ, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და ისტორიის დასაწერად, მაგრამ სამწუხაროდ, დრო არ გვქონდა წარმატების მისაღწევად“.
ორივე ფეხბურთელმა პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
