ჭდე: ლეო მესი

Home ლეო მესი
მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც
ჩანაწერი

მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც

დღეს საღამოს ლონდონში „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს დაასახელებენ, მანამდე კი ინტრიგა შენარჩუნებულია. ლაპარაკობენ კილიან მბაპეზე, მოჰყავთ ჰარი კეინის შთამბეჭდავი სტატისტიკა და ლამინ იამალის ტიტულები. ფრანგული პორტალი footmercato წერს, რომ აზრები გაყოფილია: ზოგს ერთი ჰქონია გამარჯვებული, ზოგს მეორე და ზოგსაც მესამე. ასეთი დაბნეული საფეხბურთო სამყარო არასდროს ყოფილა. ხსენებული სამეულის გარდა საიტი ასახელებს ლეო მესის და...

დამშვიდობება დიადთან
ჩანაწერი

დამშვიდობება დიადთან

„ოქროს ბურთის“ რვაგზის გამარჯვებული ლეო მესი არგენტინის ნაკრებს დაემშვიდობა. ეს მოხდა ბუენოს აირესში, „მონუმენტალზე“, სადაც ეროვნულ გუნდში 207 შეხვედრის მონაწილემ და 125 გოლის ავტორმა უკანასკნელად ჩაიცვა „ალბისელესტე“ ანუ თეთრ-ცისფერი მაისური. მატჩში, რომელშიც მესი სანაკრებო ფეხბურთს გამოემშვიდობა არგენტინამ ბენინს 3:0 მოუგო. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში მესის პასით ნიკოლას ოტამენდიმ გახსნა, მეორე კვლავ მესის პასით...

როდის ითამაშებენ მესი და რონალდუ ერთ გუნდში?
ჩანაწერი

როდის ითამაშებენ მესი და რონალდუ ერთ გუნდში?

კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი შეიძლება ერთ შეხვედრაში თანაგუნდელები იყვნენ. შეხსენება არ სჭირდება იმას, რომ ეს ორი დიდი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთში მთელი ეპოქის მანძილზე დომინირებდა და ერთმანეთთანაც უშეღავათო კონკურენცია ჰქონდათ გამართული. მესი და რონალდუ კლუბებსა თუ ნაკრებებში 37 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ახლა კი არგენტინულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად მათ ერთ გუნდში თამაშის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს...

მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
ჩანაწერი

მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!

რამდენიმე საათის წინ 39 წლის ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა და გულშემატკივარს ამ წერილით დაემშვიდობა: „მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ფინალის შემდეგ გავიდა, ბევრი ვიფიქრე და მინდა ყველას გაცნობოთ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერას ვასრულებ… ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეული იყო და დღემდე გულს მტკენს, თუმცა ვხვდები, რომ ამის დრო დადგა. გეფიცებით, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი...

მაიამი ელის კევინს
ჩანაწერი

მაიამი ელის კევინს

ინტერ მაიამი ნაპოლის ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის გადაბირებით დაინტერესდა.  ამერიკულ კლუბს სურს ბელგიელი ლიონელ მესის, ლუის სუარესის და როდრიგო დე პოლის გუნდში დამატება. ადრე დე ბრუინის მიმართ ინტერესს იჩენდნენ „ინტერ მაიამი“ და „სან დიეგო“. ბელგიელმა ორივე კლუბთან მოლაპარაკებები გამართა, მაგრამ მაშინ ევროპაში დარჩენა ამჯობინა. ახლა MLS-ში გადასვლა კვლავ რეალური ვარიანტი გახდა. „ინტერ მაიამის“ გარდა, ფეხბურთელის...

ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა
ჩანაწერი

ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა

ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა. გადაღებულია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შესვენება. MetLife Stadium-ის გვირაბში, სადაც არგენტინელი ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნების წინ შეგროვდნენ ლეო მესიმ და მეკარე ემილიანო მარტინესმა თანაგუნდელებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს. პირველი ტაიმი მართალია 0:0 დამთავრდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკული გუნდისთვის რთული გამოდგა. თამაში ესპანელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და როგორც შემდეგ გაირკვა ხსენებული სამოტივაციო სიტყვების მიუხედავად ასევე  გაგრძელდა –...

მესი ფინალშია!
ჩანაწერი

მესი ფინალშია!

ოთხი წლის წინ ლეო მესის ზღაპარი თითქოს დასრულდა ― 35 წლისამ ბრწყინვალე კარიერას ტორტზე მარწყვივით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაადო და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. ოთხი წლით ადრე ხალხს, მათ შორის თავად მესის გარემოცვაში, ეგონა, რომ ლეომ თავისი ფინალი უკვე ითამაშა და კარიერას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე დაამთავრებდა. გუშინ, 39 წლის არგენტინელმა ინგლისის...

ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
ჩანაწერი

ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან

ეგვიპტელები ვერ ცხრებიან. „ფარაონები“ მსოფლიოს ჩემპიონატიდან არგენტინის ნაკრებმა გამოთიშა – 3:2. 79 წუთის განმავლობაში ანგარიში იყო 2:0 აფრიკული გუნდის სასარგებლოდ, შემდეგ კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სამი გოლი შეაგდო. ეგვიპტელებს ფრანგ მსაჯთან ფრანსუა ლეტექსიესთან ორი პრეტენზია ჰქონდათ: 58-ე წუთზე VAR-ის ჩარევის შედეგად მან არგენტინის კარში გოლი არ ჩათვალა (მიზეზი: ეგვიპტემ კომბინაციის დასაწყისში ბურთი წესების დარღვევით მოიპოვა)...

მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
ჩანაწერი

მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს

არის რამე ისეთი, რაც ლეო მესის მოედანზე არ გაუკეთებია? ალბათ ძალიან ცოტა რაღაც. მაგალითად, ინგლისის ნაკრებთან არ უთამაშია. მას არგენტინის ეროვნულ გუნდში 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და 125 გოლი გატანილი, მაგრამ ფეხბურთის სამშობლოსთან არ გადაკვეთილა. მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიასთან დამატებით დროში 3:1 გამარჯვების შემდეგ „ალბისელესტე“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც სწორედ ინგლისელებს დაუპირისპირდება და ეს იქნება...

კანავარო: ჩვენ დროს უფრო დაუნდობელი ფეხბურთი იყო
ჩანაწერი

კანავარო: ჩვენ დროს უფრო დაუნდობელი ფეხბურთი იყო

ვინ წარმოიდგენდა 2006 წელს, რომ გავიდოდა 20 წელიწადი და მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდებოდა გუნდი, რომელიც მუნდიალზე ზედიზედ სამჯერ ვერ მოხვდა. იმ წელიწადს კი ტრიუმფატორ „სკუადრა აძურას“ ფაბიო კანავარო კაპიტნობდა, რომელმაც იმავე წელიწადს „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიგო. მიმდინარე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კანავარო უზბეკეთის ნაკრებს ედგა სათავეში. უზბეკეთი ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა. შინ დაბრუნებულმა კანავარომ...