ინტერ მაიამი ნაპოლის ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის გადაბირებით დაინტერესდა.
ამერიკულ კლუბს სურს ბელგიელი ლიონელ მესის, ლუის სუარესის და როდრიგო დე პოლის გუნდში დამატება.
ადრე დე ბრუინის მიმართ ინტერესს იჩენდნენ „ინტერ მაიამი“ და „სან დიეგო“. ბელგიელმა ორივე კლუბთან მოლაპარაკებები გამართა, მაგრამ მაშინ ევროპაში დარჩენა ამჯობინა.
ახლა MLS-ში გადასვლა კვლავ რეალური ვარიანტი გახდა. „ინტერ მაიამის“ გარდა, ფეხბურთელის აგენტთან „ჩიკაგო ფაიერი“ და „სან დიეგოც“ მუშაობენ.
ბელგიელმა ნახევარმცველმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი გააკეთა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
