„ლივერპულის“ ამბავთა მცოდნე ინგლისურმა საიტებმა წუხელ დაწერეს, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ბრედლი ბარკოლას შემცვლელს ყიდულობს, რაც ფრანგ გარემარბს „ენფილდ როუდზე“ გადასასვლელად ხელ-ფეხს გაუხსნის. „წითლები“ 23 წლის მარცხენაფლანგელის შესაძენად ამ ზაფხულს ძალიან აქტიურობენ.
მოქმედი ხელშეკრულების თანახმად ბარკოლას პსჟ-თან კიდევ ორი წელიწადი აქვს დარჩენილი, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა მკაფიოდ გამოთქვა „ლივერპულში“ გადასვლის სურვილი.
„ლივერპულ ექომ“ დაწერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული კლუბი ბარკოლას სანაცვლოს დაახლოებით 160 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ზოგიერთი გამოცემა ამტკიცებს, რომ ინგლისურ კლუბს რაღაც მანქანებით 100 მილიონზე გარიგების იმედი აქვს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით პსჟ „აიაქსიდან“ ბელგიელ მიკა გოდტსს ყიდულობს. გოდტსი 21 წლისაა. მისი სიმაღლეა 176 სანტიმეტრი. ისიც მარცხენა გარემარბია. პსჟ „აიაქსს“ 40 მილიონ ევროზე გაურიგდა. პარიზული კლუბი ფეხბურთელსაც ყველა პირად დეტალზე შეუთანხმდა.
ბოლო ხანს გავრცელებული ხმების თანახმად პსჟ ასევე „მონაკოდან“ მაგნეს აკლიუშის არის ახლოს . ესეც ბარკოლას ინგლისში გადაბარგებას უწყობს ხელს.
„ლივერპულს“ კი ახალი მწვრთნელის ანდონი ირაოლას ხელში ჯერჯერობით მშვიდი სატრანსფერო ზაფხული აქვს. ერთადერთი საყურადღებო ამბავი 23 წლის მარცხენა გარემარბის ვიქტორ მუნიოსის შეძენა იყო, რომელიც „წითლებმა“ „ოსასუნადან“ გადაიბირეს. ისინი ესპანური კლუბისთვის გამოსასყიდი თანხის 34.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას დაყაბულდნენ.
თებერვალში „ლივერპულმა“ ასევე ხორცი შეასხა 60 მილიონიან გარიგებას „რენთან“ 21 წლის ცენტრალურ მცველთან ჟერემი ჟაკესთან დაკავშირებით. ჟაკე ზაფხულში ოფიციალურად გადაბარგდა მერსისაიდზე, მაგრამ ჯერ ახალ გუნდში არ უთამაშია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
