ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა

ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა

ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა. გადაღებულია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შესვენება. MetLife Stadium-ის გვირაბში, სადაც არგენტინელი ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნების წინ შეგროვდნენ ლეო მესიმ და მეკარე ემილიანო მარტინესმა თანაგუნდელებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს. პირველი ტაიმი მართალია 0:0 დამთავრდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკული გუნდისთვის რთული გამოდგა. თამაში ესპანელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და როგორც შემდეგ გაირკვა ხსენებული სამოტივაციო სიტყვების მიუხედავად ასევე  გაგრძელდა – დამატებით დროში ესპანეთმა ფერან ტორესის გოლით 1:0 მოიგო.

„ვამოს! ბიჭებო, გულით ვითამაშოთ, უკან კი ნუ ვიხევთ, წინ წავიდეთ. ეს ჩვენ უფრო გვჭირდება ვიდრე მათ, – დაიძახა „ალბისელესტეს“ მეკარემ და სიტყვა „წინ“ ოთხჯერ გაიმეორა, – უკან მხოლოდ ლაჩრები იხევენ. სამი პასი და ლეოს ვპოულობთ. ბურთის გათამაშება ჩვენი კარიდანაც შეგვიძლია. ისეთ ფორმაში ვართ, როგორშიც არასდროს ვყოფილვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!“.

შემდეგ მესის ჯერი დადგა. ის უფრო მშვიდად ლაპარაკობდა: „ვამოს, ბიჭებო! ხასიათი ვაჩვენოთ, ბიჭებო, ხასიათი ვაჩვენოთ. ჩვენ ის ყოველთვის გვქონდა და ახლაც გვაქვს, ხომ მართალია? ჩვენ ხასიათი გვჭირდება. მოდი ხასიათი ვაჩვენოთ“.

მაგრამ თამაში არგენტინელთათვის სასურველი კალაპოტით ვერ წარიმართა. ეს შეხვედრა არც „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელისთვის გამოდგა საუკეთესო: ბურთს სულ 54-ჯერ შეეხო, რაც 16-ით ნაკლები გამოდგა ზემოთ ხსენებული მეკარის ემილიანო მარტინესის შეხებათა რაოდენობაზე.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.