ბლატერი vs ინფანტინო: ფეხბურთი ფესვებს უნდა დაუბრუნდეს

ბლატერი vs ინფანტინო: ფეხბურთი ფესვებს უნდა დაუბრუნდეს

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის (ესპანეთი – არგენტინა 1:0) დამთავრებიდან 48 საათში ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კრიტიკული განცხადება გააკეთა. 90 წლის შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 1998 წლიდან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა ცვლილებებს ითხოვს.

„დასრულდა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ჩემპიონატი – მას დიადი ჩემპიონი ჰყავს – მაგრამ გახსნის დღიდან საფინალო სასტვენამდე შეჯიბრებამ სანდოობა დაკარგა“, – დაწერა ბლატერმა, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში აქვეყნებდა კრიტიკულ პოსტებს „წყლის შესვენებების“, ბალოგუნის საქმისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალი ხალხის აშშ-ში არ-შეშვებასთან დაკავშირებით.

ყოფილი პრეზიდენტი წერს: „პოლიტიკამ თამაში არ უნდა დაჩრდილოს. ახლა ფეხბურთის დაბრუნება გულშემატკივარზე, მოთამაშეებზე და ეროვნულ ფედერაციებზეა. ფიფას ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება და მან ეს სახეობა თავის ფესებს უნდა დაუბრუნოს“.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მთელი რიგი სკანდალური მოვლენების შემდეგ, რომელთა შორის იყო მიშელ პლატინის საქმეც, ბლატერი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო. გამოძიება თითქმის ათ წელიწადს გრძელდებოდა და საბოლოოდ როგორც ბლატერის ასევე პლატინის გამართლებით დამთავრდა, თუმცა შექმნილი ვითარებით ისარგებლა პლატინის მაშინდელმა მარჯვენა ხელმა ჯანი ინფანტინომ და ფიფას პრეზიდენტის სავარძელს დაეპატრონა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.