ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი „კანალ ფუტბოლ კლუბში“ გახლდათ მიწვეული, სადაც „ოქროს ბურთის“ ფავორიტი დაასახელა. მოგეხსენებათ, წლეულს „ფრანს ფუტბოლის“ საიუბილეო 70-ე დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. „მე პატარა ფსონს „პარი სენ ჟერმენის“ მოთამაშეზე, კვარაზე ჩამოვიდოდი, – თქვა „ოქროს ბურთის“ ზედიზედ სამგზის ლაურეატმა (1983, 1984, 1985), – ჩემი აზრით „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგა...
ჭდე: მიშელ პლატინი
ბლატერი vs ინფანტინო: ფეხბურთი ფესვებს უნდა დაუბრუნდეს
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის (ესპანეთი – არგენტინა 1:0) დამთავრებიდან 48 საათში ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კრიტიკული განცხადება გააკეთა. 90 წლის შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 1998 წლიდან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა ცვლილებებს ითხოვს. „დასრულდა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ჩემპიონატი – მას დიადი ჩემპიონი ჰყავს – მაგრამ გახსნის დღიდან საფინალო სასტვენამდე შეჯიბრებამ სანდოობა დაკარგა“, – დაწერა...
პლატინი: ინფანტინოს ნაირი პრეზიდენტი ფეხბურთს არ სჭირდება
ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიოში გამალებით ისმის ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს კრიტიკა. ბევრს აღიზიანებს მისი ახლო ურთიერთობა პოლიტიკოსებთან, განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ამბობენ, რომ ინფანტინო დიდი პოლიტიკის კულუარებში ძრომით უფროა დაკავებული, ვიდრე ფეხბურთის ფასეულობებზე ზრუნვითა და მათი შენარჩუნებით. არ მოსწონთ მისი უკიდურესი სიფრთხილე მსოფლიოში მიმდინარე მსხვილ პოლიტიკურ და სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებით. მართალია მან რუსეთის უკრაინაში...
პლატინის გუნდი აღზევდა
„ნანსის’’ ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი რასაკვირველია მიშელ პლატინია. ქალაქიდან 90 კილომეტრში დაბადებული ვარსკვლავი კლუბის საწვრთნელ ცენტრს 1972 წელს შეუერთდა და პროფესიული კარიერაც იქ დაიწყო. 1979 წელს პლატინი „სენტ ეტიენში’’ გადაბარგდა, მანამდე კი „ნანსიში’’ 214-ჯერ ითამაშა. „ოქროს ბურთის’’ სამგზის (1983, 1984, 1985) გამარჯვებულმა „ნანსისთან’’ ერთად 1975 წელს D2 ლიგის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1978-ში საფრანგეთის თასი აღმართა....
გაამართლეს!
ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი შვეიცარიის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ფიფასა და უეფას ყოფილ პრეზიდენტებს კორუფციაში სდებდნენ ბრალს, თუმც ვერაფერი დაუმტკიცეს. ბლატერისა და პლატინის პროცესი შვეიცარიულ ბელინცონაში 8 ივნისს დაიწყო. პროკურატურა ყოფილ ჩინოსნებს თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დაახლოებით იმ 2 მილიონი დოლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებოდა, რომელიც პლატინის ბლატერის მითითებით გადაეცა. პროკურატურა ზეპ ბლატერისთვის...
დიდი საფეხბურთო მაფია
ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ორგანიზაციას ჟოაო აველანჟი ედგა სათავეში. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ ბრაზილიელი სამართალდამცავების მიერ ძებნილი სეუ ჟოზე სერიოზული მაფიოზი იყო. მისი მემკვიდრე ფრიად რესპექტაბელური იოზეფ ბლატერი გახდა. მერე? როგორ დაასრულა კარიერა? კორუფციაში ბრალდებით და გადადგომით. ჯანი ინფანტინო – კაცი, რომელმაც ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერი შეცვალა და წესიერების იმედი დააბრუნა… შვეიცარიის...
ცუდები
ბრიტანულმა FourFourTwo-მ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აუტანელ პიროვნებად ზეპ ბლატერი დაასახელა. ფიფას პრეზიდენტი, როგორც იცით, კორუფციული სკანდალის გამო ჩამოაშორეს ფეხბურთს. მეორეზე ჟოზე მოურინიუ გახლავთ თავისი ენამწარეობის გამო, მესამეზე კი გფრ-ის ყოფილი მეკარე ტონი შუმახერი, რომელმაც 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ფრანგი პატრიკ ბატისტონი კინაღამ მოკლა – ისე გამოვარდა კარიდან და მეთელი ძალით შეეჯახა… ზეპ ბლატერი ჟოზე მოურინიო ტონი...
საფრანგეთმა რომანტიკა დაკარგა
…ძველი ყაიდის კაცი იყო. მისთანები დღეს თითქმის აღარ არიან. გვარიც გამორჩეული ჰქონდა – იდალგო, რაც ესპანურად აზნაურს ნიშნავს. ცნობილი ფეხბურთელი არ ყოფილა. 1966 წელს ფეხბურთელის კარიერა რომ დაამთავრა, მწვრთნელობა დაიწყო. მუშაობდა მონაკოს სათადარიგო გუნდთან, შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მწვრთენლის თანაშემწედ. 1976-84 წლებში კი „სამფეროვანთა“ დამრიგებელი გახლდათ. 1986-91 წლებში მარსელს თავკაცობდა, 2004-06-ში კი კონგოს რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს....
ბლატერი ფიფას 80 საათზე უჩივის
დამიბრუნონ ჩემი 80 საათი, ან გადამიხადონ შესაბამისი ფულადი კომპენსაცია – თქვა „ნიუ იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში იოზეფ ბლატერმა. როგორც აღმოჩნდა, ის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აგროვებდა საათების კოლექციას. რადგან მარტოხელაა, არ უნდოდა კოლექციის დაცვისთვის დამატებითი ხარჯები გაეღო და მას ფიფას ოფისში ინახავდა. პოსტიდან გადადგომის შემდეგ ზეპ ბლატერს პირადი ნივთების წაღების საშუალება არ ჰქონია. მოგვიანებით 120 საათი...







