ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი „კანალ ფუტბოლ კლუბში“ გახლდათ მიწვეული, სადაც „ოქროს ბურთის“ ფავორიტი დაასახელა. მოგეხსენებათ, წლეულს „ფრანს ფუტბოლის“ საიუბილეო 70-ე დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
„მე პატარა ფსონს „პარი სენ ჟერმენის“ მოთამაშეზე, კვარაზე ჩამოვიდოდი, – თქვა „ოქროს ბურთის“ ზედიზედ სამგზის ლაურეატმა (1983, 1984, 1985), – ჩემი აზრით „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგა მან მოაგებინა. იმას არ ვამბობ, რომ ის ჩემი ფავორიტია, უბრალოდ მასზე ფსონს ჩამოვალ“.
სხვა კანდიდატებად 71 წლის პლატინიმ ოთხი ფეხბურთელი დაასახელა: „ვფიქრობ მათ შორის ყველაზე ეფექტური კილიან მბაპეა. როდრი, როგორც ყველამ ვნახეთ, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახლავთ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინებულად ჩაატარა. ყველაზე ნიჭიერი ლამინ იამალია, ხოლო ფეხბურთელი, ვინც ყველაფერი მოიგო არის ფაბიან რუისი“.
მიშელ პლატინის გარდა ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურას მხარს უჭერს კიდევ ერთი ფრანგი ვარსკვლავი სამირ ნასრი.
„მსოფლიოს ჩემპიონატს გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყოლია. ერთადერთი იყო კილიან მბაპე, მაგრამ მან და მისმა ნაკრებმა თასი ვერ მოიგეს. მაიკლ ოლისეზეც შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ პლეი-ოფის ეტაპზე მისი დონე დრამატულად დაეცა. ამიტომ, მე კვარას დავასახელებდი და ეს მთელი მისი სეზონის დაფასება იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგა მთელს წელიწადს გრძელდება, მსოფლიოს ჩემპიონატი კი მხოლოდ ერთთვიანი ტურნირია“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/08/2026 | 07:44დღეს ან ხვალ მამარდა ნოტინგემში გადავა?
მთავარი ამბავი31/08/2026 | 06:54პლატინიმ თქვა, კვარაო!
სიახლეები30/08/2026 | 09:35ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
სიახლეები30/08/2026 | 08:06კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
