სლოვაკი ტომაშ ბობჩეკის მიერ მეორე ტაიმის 24 წუთიან მონაკვეთში შესრულებულმა ჰეთ-თრიკმა გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ „პარმასთან“ 3:0 გამარჯვება მოუტანა. ეს „სტადიო ბენიტო სტრიპეზე“ „ჯალოაძურისთვის“ ზედიზედ მეექვსე მოგება იყო. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე „ფროზინონე“ მიმდინარე სეზონში პირველად ზედიზედ ორჯერ დამარცხდა, თუმცა მასიმილიანო ალვინის გუნდმა ძალა მოიკრიბა და „პარმას“ დამაჯერებლად მოუგო.
კვარნაძემ 74 წუთი ითამაშა. ის ალესიო ძერბინიმ შეცვალა. ქართველი მარცხენაფლანგელი მოედნიდან კოჭლობით გავიდა. მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე ალვინის უპირველეს ყოვლისა სწორედ კვერნაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა.
„კვერნაძის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ხვალამდე ან ორშაბათამდე უნდა დავიცადოთ. მინდოდა შემეცვალა, მაგრამ მითხრა, რომ არაფერი სჭირდა და თამაშს გააგრძელებდა. გარკვეული ეჭვი გვაქვს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის“, – თქვა ალვინიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/11/2026 | 09:45იმედია კვარნაძის ტრავმა სერიოზული არ არის
აქეთურ-იქითური29/11/2026 | 08:53მოურინიუ: ალავესის მწვრთნელი უნდა გაეგდოთ!
მთავარი ამბავი29/11/2026 | 07:2720 წლისამ 200 შეხვედრა მოასწრო
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 10:15ალისონს ხელფასის მომატება უნდა
