…ძველი ყაიდის კაცი იყო. მისთანები დღეს თითქმის აღარ არიან. გვარიც გამორჩეული ჰქონდა – იდალგო, რაც ესპანურად აზნაურს ნიშნავს.
ცნობილი ფეხბურთელი არ ყოფილა. 1966 წელს ფეხბურთელის კარიერა რომ დაამთავრა, მწვრთნელობა დაიწყო. მუშაობდა მონაკოს სათადარიგო გუნდთან, შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მწვრთენლის თანაშემწედ. 1976-84 წლებში კი „სამფეროვანთა“ დამრიგებელი გახლდათ. 1986-91 წლებში მარსელს თავკაცობდა, 2004-06-ში კი კონგოს რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს.
მან საფრანგეთის ნაკრები საერთაშორისო ფეხბურთში დააბრუნა.
„სამფეროვანთა“ მწვრთნელად ის 1976 წელს დანიშნეს სტეფან კოვაჩის ნაცვლად. ამ დროისათვს ფრანგთა ეროვნულ გუნდს კრიზისი ჰქონდა. მსოფლიო თასზე ბოლოს 1966 წელს ეთამაშა. დიდი ეპოქის ფუძემდებელი გახლდათ. მაშინ ფრანგულ ფეხბურთში ოქროს თაობა მოვიდა, მაგრამ მის გარეშე არაფერი იქნებოდა. მისი ფილოსოფიის მთავარი სიტყვები იყო: „ყველაფერი შეტევისათვის!“ სხვა დინამკა შესძინა გუნდს, ჩამოყალიბებული და გასაგები სათამაშო პრინციპები დაამკვიდრა.
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, ლამაზი და რომანტიკული გუნდი იყო: პლატინი, ჟირესი, ტიგანა და მათი მეგობრები ყველას აღაფრთოვანებდნენ.
აბა, როგორ უნდა დაგვავიწდეს მათი 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა, დრამატული ნახევარფინალი დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან, რომელიც მონდიალების კლასიკაშია შესული. ან 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ფრანგებმა ტრიუმფით მოიგეს. ეს „სამფეროვანთა“ პირველი სანაკრებო ტიტული გახლდათ ისტორიაში.
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მიშელ იდალგო 87 წლისა გარდაიცვალა.


ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
