ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….

ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….

საქართველო ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება.

ახალშექმნილი გუნდი, უმეტესწილად საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებისგან არის დაკომპლექტებული, ეს გახლავთ მორიგი მცდელობა იმისა, რომ მოთამაშეები, რომლებსაც ნაკრების დონემდე მცირედი აკლდებათ, ეროვნული გუნდის შეკრებას სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ.

კანდიდატთა ნაკრებს ეროვნულ გუნდში ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი, მარკო ესპოზიტო გაწვრთნის.

სოლიდარობის თასი არის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მასპინძელ ჩინეთთან და საქართველოსთან ერთად მონტენეგროსა და კამერუნის ნაკრებები იასპარეზებენ. ფორმატი ისეა შედგენილი, რომ საქართველო მონტენეგროს ორჯერ შეხვდება (24 და 27 ივლისს), ხოლო მასპინძელ ჩინეთს (25 ივლისს) ერთხელ.

საქართველოს ნაკრები ჩინეთში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:

ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი კობახიძე, გეგა წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ვილი ისიანი, ცოტნე ცარციძე, რომა ჭინჭარაული, გიორგი ობგაიძე, ბექა ბექაური.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ესპოზიტო

ასისტენტი: ნიკა ცინცაძე

საქართველოს ნაკრები ჩინეთში 21 ივლისს გაემგზავრება და ქალაქ ჰაიკოუში სამი მატჩის გამართვის შემდეგ, თბილისში 28 ივლისს დაბრუნდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.