დამთავრდა მსოფლიოს ჩემპიონატი და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება საკლუბო ამბებზე გადაერთო. საკლუბო ფეხბურთში კი ტრანსფერების პერიოდია. გთავაზობთ ფრანგული საიტის maxifoot-ის მიერ ჩამოწერილ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სადღეისო ცნობებს ევროპიდან.
1. გიორგი წიტაიშვილის დამატება „ლორიანს“ უნდა. გიორგი თავისუფალი აგენტია. „ლიროანი“ ლიგა 1-ის გუნდია, რომელმაც ბოლო სეზონში მე-10 ადგილი დაიკავა. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება მაშინ საფრანგეთის ლიგაში ქართულ დერბის 28 ნოემბერს „პარკ დე პრენსზე“ ვიხილავთ, სადაც წიტაიშვილის გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდება.
2. იტალია გვარდიოლაზე ფიქრობს
იტალიის ნაკრები კვლავ ეძებს ახალ მწვრთნელს. ერთი კვირის წინ იტალიური გაზეთები ყველაზე მეტად ანდრეა პირლოს კანდიდატურაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში პეპ გვარდიოლას ვარიანტსაც განიხილავენ. ესპანელი მწვრთნელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ სამსახურის გარეშეა. Sky Italia წერს, რომ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და მრჩეველი ლეონარდო გვარდიოლას უკვე შეხვდნენ. შეხვედრა ბარსელონაში გაიმართა. Sky Italia-მ აღნიშნა: „დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ გვარდიოლა იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება, მაგრამ აშკარაა, რომ მისი მოყვანა მხოლოდ ოცნება აღარ არის. მეტ დეტალს უახლოეს დღეებში გავიგებთ’’.
2. ლუკა დინი პსჟ-ში
ფრანგი ლუკა დინი ფაქტობრივად უკვე პსჟ-ს ფეხბურთელია. RMC Sport წერს, რომ „ასტონ ვილას“ მარცხენა მცველმა ორშაბათს პარიზში სამედიცინო შემოწმება გაიარა. პსჟ და 33 წლის ფეხბურთელი სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ. პარიზელები ბირმინგემის კლუბს 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

3. კლოპმა დაადასტურა
„ლივერპულის“ ყოფილმა თავკაცმა იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ „რედ ბულის“ გლობალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს და გერმანიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. MagentaTV-თან ინტერვიუში 59 წლის სპეციალისტმა თქვა: „მე „რედ ბულთან“ ძალიან ხელსაყრელ შეთანხმებას მივაღწიე. ამ ეტაპზე რეალური წინააღმდეგობა არ არსებობს. ყველაფერი კარგად მიდის. იდეალურ შემთხვევაში ყველაფერი რამდენიმე დღეში მოგვარდება“.
4. რუდი გარსია ბელგიიდან წავიდა
რუდი გარსია ბელგიის ნაკრების მწვრთნელად 2025 წლის თებერვალში დანიშნეს. მან დომენიკო ტედესკო შეცვალა და კონტრაქტის თანახმად თანამდებობა 31 ივლისს უნდა დაეტოვებინა. „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თავკაცმა საჯარო განცხადება გააკეთა: „ბელგიის ფეხბურთის ფედერაციასთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ მშვენიერი თანამშრომლობა, რომელიც ბოლო 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა აღარ გაგვეგრძელებინა“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/07/2026 | 10:13წიტა ლორიანს უნდა
მთავარი ამბავი21/07/2026 | 08:41ბიჭი, რომელმაც ტიტულები 19 წლისამ დააკომპლექტა
მთავარი ამბავი20/07/2026 | 09:05მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
