ჭდე: გიორგი წიტაიშვილი

Home გიორგი წიტაიშვილი
წიტას 90 წუთი
ჩანაწერი

წიტას 90 წუთი

„რეალისა“ და „რაიო ვალეკანოს“ შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 4:1 დამთავრდა. „რაიოს“ მარჯვენა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა თამაში შეუცვლელად ჩაატარა. ქართველის სტატისტიკა ასეთი იყო: კარისკენ დარტყმა – 3; მათგან კარის ჩარჩოში – 2; საგოლე მომენტების კოეფიციენტი – 0.47; შეხება მოწინააღმდეგის საჯარიმოში – 3; წარმატებული დრიბლინგი – 4 მცდელობიდან 0; ზუსტი პასები საჯარიმოში – 2/5 (40%); ზუსტი ჩაკიდებები –...

მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
ჩანაწერი

მეოთხე ქართველი ლა ლიგაში

ახალი სეზონიდან ესპანურ ლა ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს – გიორგი წიტაიშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდა, ტრანსფერი ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. წიტაიშვილმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028-2029 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა. „რაიო ვალეკანომ“ ესპანეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა და ერთი ქულა დააკლდა კონფერენციის ლიგის საგზურის მოპოვებამდე. გიორგი წიტაიშვილი მეოთხე ქართველი ფეხბურთელია...

წიტა ლორიანს უნდა
ჩანაწერი

წიტა ლორიანს უნდა

დამთავრდა მსოფლიოს ჩემპიონატი და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება საკლუბო ამბებზე გადაერთო. საკლუბო ფეხბურთში კი ტრანსფერების პერიოდია. გთავაზობთ ფრანგული საიტის maxifoot-ის მიერ ჩამოწერილ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სადღეისო ცნობებს ევროპიდან. 1. გიორგი წიტაიშვილის დამატება „ლორიანს“ უნდა. გიორგი თავისუფალი აგენტია. „ლიროანი“ ლიგა 1-ის გუნდია, რომელმაც ბოლო სეზონში მე-10 ადგილი დაიკავა. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება მაშინ საფრანგეთის ლიგაში ქართულ დერბის...

მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი
ჩანაწერი

მარსელთან წიტაიშვილი კარგი იყო, მეცი – ცუდი

სამი ქართველის, გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცს’’ სავარაუდოდ აღარაფერი ეშველება, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში მოუწევს წვალება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, „მარსელი’’ კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვების გზაზე დადგა- 3:1. ზღვისპირელები დომინირებდნენ. მათგან გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (13), იგორ პაიშაომ (48) და ჰამედ ჟუნიორ ტრაორემ (93), მეცელთაგან კი თავი გიორგი წიტაიშვილმა (49) გამოიჩინა....

წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]
ჩანაწერი

წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29- ტურში „მეცი“ „მარსელს“ სტუმრობს და 1:2 მარცხდება. სტუმრების მხრიდან გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

პასი, პასი, გოლი, მაგრამ წაგება
ჩანაწერი

პასი, პასი, გოლი, მაგრამ წაგება

„ტულუზმა’’ მოგების გარეშე გავლილი ექვსთამაშიანი სერია „მეცთან’’ დაასრულა – გამარჯვება 90+9 წუთზე მოიპოვა, როდესაც შეხვედრაში ექვსი გოლი უკვე გასული იყო. სამი გიორგის გუნდს ახლა უკვე 14 ტურია თამაში არ მოუგია და სავარაუდოდ ლიგა 1-ში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს. სამი გიორგიდან „ტულუზთან’’ მოედანზე ორი ვიხილეთ: წიტაიშვილი თავიდან ბოლომდე, ხოლო აბუაშვილი 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ქვილითაია განაცხადში არ...

სამი ქართველის მცდელობა
ჩანაწერი

სამი ქართველის მცდელობა

„მეცის’’ საქმე არ მიდის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ 22-ე წუთის შემდეგ თერთმეტი ათს ეთამაშებოდა, მასპინძელი მაინც დამარცხდა – 0:1. „ბრესტთან’’ წაგება მისთვის რვა შეხვედრაში მეშვიდე გამოდგა. ასეთი სტატისტიკაც შეგვიძლია მოვიტანოთ: „მეცს’’ ბოლო 11 შეხვედრიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ იცოდა, რომ „ბრესტთან’’ შეხვედრა მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო. მას აუცილებლად უნდა მოეგო. თამაში მართლაც მასპინძელთა იერიშებით...

ქართველების ერთად ყოფნა… პარიზში
ჩანაწერი

ქართველების ერთად ყოფნა… პარიზში

იმაში, რომ „პარი სენ ჟერმნმა’’ აუტსაიდერ „მეცს’’ შინ 3:0 მოუგო განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს იყო გამორჩეული შეხვედრა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ში 11 წუთის განმავლობაში მოედანზე ერთბაშად ოთხი თანამემამულე იხილა: მასპინძელთა მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სტუმართა მხრიდან სამი გიორგი – წიტაიშვილი, აბუაშვილი და ქვილითაია. თავიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა. 64-ე წუთზე მას კვარაცხელია დაემატა, შემდეგ...

სამი გიორგი ერთ მეცში
ჩანაწერი

სამი გიორგი ერთ მეცში

„მეცის’’ შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა. მართალია ისინი მოედანზე ერთად არ იყვენ და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში სამივეს მონაწილეობა ფორმალური იყო, რადგან გუნდის ახალწვეული გიორგი ქვილითაია მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა და გიორგი წიტაიშვილი შეცვალა, მაგრამ ოქმში დაფიქსირდა, რომ 2026 წლის 6 თებერვალს, ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში „ლილის’’ წინააღმდეგ სამმა ქართველმა ითამაშა. „ლილი’’ ჩემპიონთა...

80 წუთი უმცირესობაში
ჩანაწერი

80 წუთი უმცირესობაში

უჭირს გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს’’, რომელმაც „ანჟესთან’’ სტუმრად წააგო 0:1 და 20 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოსერი’’ მას ერთი ქულით უსწრებს. კიდევ ერთი ქულით მეტი აქვს „ნანტს’’, ხოლო „ლე ავრი’’ უკვე მნიშვნელოვნად, 8 ქულით აღემატება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან ბოლო ორი გუნდი ავტომატურად ვარდება ლიგა 2-ში, ხოლო...